პოკერის რამდენიმე დაუწერელი კანონი

+ პოსტის დამატება

მე განსაკუთრებით მომწონს წესები. არსებობენ ადამიანები, ვინც ბუნებრივად ეწინააღმდეგებიან მათ, მაგრამ პირადად მე ვპოულობ უამრავ სარგებელს წესების მორჩილებასა და გათვალისწინებაში. 
    ეს განსაკუთრებით ეხება თამაშებს და სპორტს, ზოგადად. თუ მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ რომელიმე თამაშს დავუთმო დროის ძირითადი ნაწილი, მე იმდენად ღრმად და საფუძვლიანად ვისწავლი მის ყოველ წესს და ისე სერიოზულად მოვემზადები მისთვის, როგორც იურისტი ემზადება სასამართლო პროცესის წინ. მე ვეცდები გამოვიყენო ჩემი ცოდნა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობისთვის. 
    ჩემი სიყვარული წესებისადმი ვრცელდება არამხოლოდ თამაშში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. ნაწილი ამ წესებისა ვისწავლე მშობლებისგან, ნაწილი - გარემოცვაში მყოფი ადამიანებისგან და ნაწილი კი შევიმუშავე პერსონალურად ჩემთვის, განსაკუთრებით ისეთები, რომელთა დარღვევა ან გაუთვალისწინებლობა, მომენტალურად იწვევდა წარუმატებლობას. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვიცავ ამ წესებს, მაგრამ მათი ჩვევაში გადატანა მეხმარება ცხოვრების სტაბილური რითმის შენარჩუნებასა და რისკების მინიმიზაციაში. 
    ცხოვრებისეული წესების მსგავსად, აღმოვაჩინე, რომ თამაშისას გარკვეული წესების დაცვის დროს, ჩემი თამაში გაცილებით უმჯობესდებოდა. არ ვგულისხმობ ტექნიკურ წესებსა და თეორიებს, რომლებიც აუცილებელი და უპირველესია მოთამაშისთვის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მიდგომას თამაშის მიმართ. ამ წესებში ვერ ნახავთ ისეთ იდეებს, როგორიცაა მაგალითად: არასდროს დაიწყოთ თამაში რეიზით ადრეული პოზიციიდან "ნაგავი" ხელით! პოკერი, მიუხედავად გარკვეული სტანდარტული მარტივი იდეებისა, არის სიტუაციების თამაში. ყოველთვის შეიძლება არსებობდეს სპეციფიური სიტუაცია, როდესაც ყველაზე არაადეკვატური გადაწყვეტილება, რომელიც უმეტეს შემთხვავაში დამანგრეველი იქნებოდა, სრულიად გამართლებულად და მიზანშეწონილად ჩაითვალოს. 
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს:
1. არასდროს ითამაშო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არასდროს დალიო სასმელი თამაშისას! 
    ეს არის საკმაოდ ლოგიკური და მარტივი წესი. თუმცა არსებობს ბევრი წარმატებული მოთამაშე, რომელიც იმდენად არის თამაშის თეორიის რთულ სიღრმეებში შეჭრილი, რომ არ ასეთ მარტივ იდეას აღარც კი აქცევს ყურადღებას. ისინი წვეულების შემდეგ ხშირად შეყვებიან ინტერნეტში თამაშს, რომელიც უწყინარ გართობად იწყება მინიმალურ ლიმიტებზე. შეიძლება უარი არ თქვან რამდენიმე ჭიქა ვისკიზე, როდესაც თამაში კაზინოში მიმდინარეობს. გავრცელებული აზრის თანახმად, ვისკი და პოკერი განუყრელნი არიან. ასეთი უწყინარი გასართობით იწყება ძალიან დიდი პრობლემები, რომელსაც მოყვება ლიმიტებისა და ფსონების ზრდა, ტილტი, წაგებები და შეიძლება გაბანკროტებაც კი. ასევე არსებობენ მოთამაშეებიც, რომლებიც ალკოჰოლის ქვეშ საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებებს ღებულობენ მათ ჩვეულებრივ თამაშთან შედარებით და საკმაოდ წარმატებული სესიებიც აქვთ. მაგრამ იმის შანსი რომ თქვენ მოთამაშეების სწორედ ამ 5%-ში ხართ, რა თქმა უნდა, დაბალია. ასე რომ ნუ გაეხუმრებით ალკოჰოლს სათამაშო სესიამდე. 
2. არასდროს გამოთქვათ უკმაყოფილება, არასდროს გაიმართლოთ თავი!
    ბედ ბითები ხდება. დილერები გადამწყვეტ სიტუაციებში საოცარ ხელებს არიგებენ. ქულერები და "სეტი სეტის წინააღმდეგ" ტიპის დარიგებები უამრავია. თქვენ არ ხართ გამონაკლისი. ჯობია ამ ყველაფერს წინასწარ შეაგუოთ თავი და მომზადებული შეხვდეთ. წუწუნი და უკმაყოფილება ვერ ასწორებს სიტუაციას დადებითისკენ, პირიქით - ის გაცილებით უარყოფით განწყობას გიქმნით, რაც თამაშს 80%-ით აფუჭებს. გამოდის ის, რომ წარუმატებლობას უმატებთ შეცდომებს, ხოლო ამაზე ცუდი სცენარი მოთამაშისთვის არ არსებობს. 
    არასდროს ახსნათ თქვენი მოქმედება, არასდროს გაიმართლოთ თავი! გასაგებია, რომ თქვენ გსურთ თანადგომა მეგობრებისგან, თუნდაც ოპონენტებისგან, მაშინ როცა აგებთ. არ გსურთ გამოჩნდეთ ცუდ მოთამაშედ, რომელმაც სულელური ნაბიჯი გადადგა. გინდათ ახსნათ მათემატიკურად რამდენად სწორი ქოლი ან რეიზი გააკეთეთ, როგორი შანსები გქონდათ მოწინააღმდეგის ხელთან შედარებით და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი არ ღირს. მაგიდასთან მსხდომთაგან რეალურად არავის ადარდებს თქვენი ბედ ბითის ისტორია, არავინ მოსულა იმისთვის, რომ გაკვეთილები მიეღო თქვენგან, თუნდაც გქონდეთ ამის ცოდნა. თქვენ ვერ აიმაღლებთ თქვენს სატატუსს წაგებული ხელის შემდეგ, რადგან ხელის წაგებას არც გამოუწვევია მისი დადაბლება. 
3. როცა არ შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენი საუკეთესო თამაში, საერთოდ ნუ ითამაშებთ!
    ვისაც ასეთი რამ შეეძლო, იყო ლეგენდარული ჩიპ რიზი, ისიც უკანასკნელ წლებში, როდესაც იგი წარმატების ზენიტში იმყოფებოდა. მას შეიძლებოდა არ ეთამაშა მისი A თამაში, შეიძლება არც B, მაგრამ მისი C თამაშიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გარშემო ყველა გაენადგურებინა. მაგრამ ის ჩიპ რიზი იყო! თქვენ შეიძლება გქონდეთ უპირატესობა ოპონენტებთან შედარებით, მაგრამ არა იმხელა, რომ თქვენი მეორე და მესამე თამაშით აჯობოთ მათ. შეიძლება ეს მტკივნეული მოსასმენი იყოს და უფრო მტკივნეული ასაღიარებლად, მაგრამ რეალობასთან აცდენა არასწორ გადაწყვეტილებებს მიგვაღებინებს, რაც უბრალოდ წაგვაგებინებს. მთავარი მიზანი კი მოგებაა. მეც გადავწყვიტე არ მეთამაშა, როდესაც დაღლილი ვიყავი, ან როცა მეზარებოდა თამაში. ვთამაშობდი მაშინ, როცა ნამდვილად ვგრძნობდი, რომ თამაში მინდოდა და ამ დროს ყველას ვჯობდი მაგიდაზე. გასაგებია, რომ რეგულარისთვის რთულია ითამაშოს მხოლოდ სურვილის დროს. ეს მისი საქმეა და უნდა აკეთოს რუტინულად, მაგრამ არის სიტუაციები, როცა აშკარად საგრძნობია თამაშის დაზარება. ასეთ დროს თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ სიზარმაცისთვის. უმჯობესი იქნება მოვძებნოთ მიზეზი რატომ გვეზარება და გამოვასწოროთ ის, ან უბრალოდ დავისვენოთ. 


4. იყავი თამაშის შემქმნელი!
    როგორც მოთამაშეების უმეტესობას, მეც მირჩევნია ვითამაშო შევსებულ მაგიდაზე, ვიდრე 2-3 მოთამაშესთან. მაგრამ დგება დრო, როდესაც უნდა გადაწყვიტო, რომელი გირჩევნია: იყო თამაშის დამწყები, თუ დაელოდო მაგიდის შევსებას? ისევ ჩიპ რიზი გავიხსენოთ! მისი სიტყვები ჟღერდა ასე: "თუ თქვენ არ გახსნით მაღაზიას, როგორ მიიღებთ მაშინ კლიენტს?" 

    ასეთი წესები იშვიათობაა პოკერის წიგნებში. არსებობს ისეთი წესებიც, რომლებიც მხოლოდ თქვენთვის იქნება განკუთვნილი და ისინი თქვენ უნდა შექმნათ!

რუმები

ქართული უცხოური