ნუ დააანონსებთ თქვენს ძლიერ ხელებს

+ პოსტის დამატება

პოკერის თამაშისას, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, საკუთარი ხელის დამალვაა - ოპონენტმა არასდროს უნდა იცოდეს რა გყავს. თუ ძლიერი ხელი გყავთ, სუსტად უნდა მოაჩვენოთ თავი, თუ სუსტი - ძლიერად. მაშინაც კი, როცა დარიგება დამთავრებულია, უმჯობესია კარტები დაფარული დავტოვოთ. მაგრამ არსებობს სიტუაციები, როცა ბევრი მოთამაშე გამიზნულად აანონსებს თავის ხელს, შესაბამისი ოდენობის ბეთებით. ასეთი ქმედება თავს იჩენს მაშინ, როცა მოთამაშეს მართლა ძლიერი ხელი ყავს, მაგრამ ეშინია იმის, რომ თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, ოპონენტებს შანსი მიეცემათ დაიჭირონ მათთვის საჭირო კარტები. ასეთ დროს ბევრი მათგანი აკეთბს დიდ რეიზს, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს, რომ მას ნამდვილად ძლიერი ხელი ჰყავს. 

მსგავსი მოქმედებები საკუთარ თამაშშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, შეიძლება სხვებთანაც შეგინიშნავთ იგივე. ასე იქცევიან ისეთი ხელებით, რომლებიც პრეფლოპ, ან ოლ ინ სიტუაციებში ძლიერ უპირატესობას ფლობენ, მაგრამ ხშირად სწორ ფლოპს ვერ ღებულობენ და თამაშის გაგრძელება რთული ხდება. მსგავსია AK,TT,JJ, ზოგჯერ QQ-იც კი. ხოლო ფლოპზე, თუ ტოპ წყვილი დაიჭირეს ან ისევ ოვერ წყვილი ყავთ, მოთამაშეები ოვერ ბეთს აკეთებენ იმის შიშით, რომ დროინგ ჰენდების მქონე მოთამაშეები სერიოზულ წნეხში ჩააგდონ. 

სინამდვილეში კი, როცა თქვენ ძლიერი ხელი გყავთ, მიზანი სულაც არ არის პოტის მოგება. ისეთი ძლიერი ხელები, როგორიც AK ან მაღალი წყვილებია, ხშირად არ რიგდება და მათი ტყუილად დახარჯვა ნამდვილად არ ღირს. თუ თქვენ უპირატესობის ფლობის დროს, რისკის აღება არ გინდათ, ჯილდოს ნამდვილად არ იმსახურებთ.

როცა ძლიერი ხელი გყავთ, თქვენი უმთავრესი მიზანი ოპონენტების ქოლია თქვენს ბეთებზე. დროინგ ჰენდებიც მისაღებია, თუ ისინი იმ საფასურს იხდიან, რაც თქვენ გაწყობთ და არა რაც მათ სჭირდებათ. ამისთვის პოტთან მიახლოებული თანხის დადებაც საკმარისი იქნება, რაც სრულიად გამორიცხავს პოტსაიზ ბეთის და მითუმეტეს ოვერბეთის გაკეთების აუცილებლობას. თქვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში იღბალზე თამაშობენ და უმეტეს შემთხვევებში ისინი წააგებენ. ასე რომ თქვენ ნამდვილად გინდათ, თქვენმა ოპონენტებმა რაც შეიძლება ხშირად აკეთონ ქოლი. ამისთვის კი დიდი ბეთებით ძლიერი ხელის წარმოჩენა სულაც არ არის საჭირო. 

მე სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ძლიერი ხელით ე.წ. სლოუფლეი უნდა გააკეთოთ. თუმცა სლოუფლეის აქვს თავისი ადგილი და ბევრ შემთხვევაში ის საკმაოდ სწორი თამაშიცაა. მე ვცდილობ ავხსნა ის, რომ არ არის საჭირო ძლიერი ხელების დროს ხმამაღლა ყვირილი და ყველა მოთამაშის საქმის კურსში ჩაყენება. 

ასეთ დროს წარმოიდგინეთ სხვა ხელები, რომლებიც შეიძლებოდა გყოლოდათ და იმოქმედეთ ამ ხელების შესაბამისად, გააკეთეთ შესაბამისი ბეთები, დაუკვირდით თქვენს ბოდილენგვიჯს, გადაწყვეტილების მიღების დროს და ა.შ. იმოქმედეთ ზუსტად ისე, როგორც იმოქმედებდით რეალური სიტუაციიდან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში. მაგალითად, თუ 1/2 ლიმიტზე თქვენ გაზრდიდით 10 ლარამდე კონექტორით ან საშუალო წყვილით, თქვენი ბეთი AK/JJ და AA-ის შემთხვევაშიც კი იგივე უნდა იყოს. სტანდარტული რეიზებისგან განსხვავებული რეიზი, ყოველთვის ეჭვს იწვევს და იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თუ 10 ლარის ნაცვლად თქვენ გაზრდით 15-20 ლარამდე, თქვენს ოპონენტებს არამხოლოდ ის ეცოდინებათ, რომ AK/JJ გყავთ, არამედ ისიც ეცოდინებათ, როდის გყავთ სხვა ხელები. ამით უამრავ ინფორმაციას გასცემთ, რაც თქვენს ოპონენტებს ძალიან უადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. 

ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ხელის დამალვის სისწორისა, ასეთი გადაწყვეტილება გარკვეულ პრობლემებსაც აჩენს. ხშირად შეიძლება მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში როცა ბორდზე ტუზი იდება და თქვენი წყვილი პოტენციურ ანდერფეარად გადაიქცევა. ზოგჯერ ისევ საუკეთესო ხელი გეყოლებათ, ზოგჯერ არა. ბეთის შემთხვევაში, თქვენ იძულებული იქნებით დაფოლდოთ, ან სუსტად ითამაშოთ. ეს ხდება ხოლმე, ასეთი მოვლენა სრულიად ნორმალური და დამახასიათებელია პოკერისთვის. დიდი ხელი, რეალურად, გზა არის დიდი პოტის მოგებისკენ. დიდი ხელი სულაც არ ნიშნავს დიდ პოტს და სულაც არ ნიშნავს მოგებას. 

ზოგჯერ ნორმალური ზომის რეიზები დაგიცავთ დიდი ბანკების წაგებისგან. ძალიან რთულია ითამაშო ძლიერი ხელით, რომელიც არ არის ნატსი. და თუ თქვენი ოპონენტი თქვენს სიბეთზე არ ფოლდავს გამოდის, რომ თქვენ წამგებიან სიტუაციაში დებთ ფულს. ეს ხშირად არ მოხდება, მაგრამ როცა მოხდება, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. 

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უნდა იმოქმედოთ თქვენი ხელებისგან განსხვავებულად, არის ის, რომ ასეთი რთული სიტუაციები და გარკვეული მანევრები, უკეთეს მოთამაშედ გაქცევთ. რაც არ უნდა იყოს, დიდი წყვილით პატარა პოტის მოგებას ყველა შეძლებს, ცუდი მოთამაშეც კი. სწორედ რთული სიტუაციების გადაწყვეტილებები განასხვავებს კარგ მოთამაშეს ცუდი მოთამაშისგან, გამარჯვებულებს წაგებულებისგან. ასეთ რთულ მომენტებთან შეჩვევა, ადაპტაცია და სწრაფი გადაწყვეტილებები გაქცევთ იმ მოთამაშედ, რომელიც აწმყოში კარგია, მომავალში კი პროგრესირდება.

რუმები

ქართული უცხოური