რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გადავაწყდი Excelling at No-Limit Hold'em-ის პატარა ნაწილს, სადაც განხილულია განსხვავება მაღალ და დაბალ ბაი-ინიან ტურნირებს შორის. წიგნი დაწერილია ჯონათან ლითლის, ფილ ჰელმუტის, ლივ ბურესა და კრის მანიმეიკერის გამოცდილების მიხედვით. ასე რომ, ვფიქრობ, განსახილველად საინტერესო უნდა იყოს.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითები ნათლად აჩვენებს განსხვავებას სხვადასხვა ლიმიტის მქონე ტურნირებს შორის. ორივე დარიგებაში იქნება ერთი და იგივე პოზიციები, სტეკები, კარტები და ა.შ. განსხვავება მხოლოდ ტურნირის ბაი-ინშია.
დაბალი ბაი-ინი
ეს არის დაბალი ლიმიტის ტურნირის პირველი დარიგება. ყველამ მიიღო საწყისი 15.000 ჩიპიანი სტეკი, რე-ბაის გაკეთება არ შეიძლება. ბლაინდები - 25/50. პირველ პოზიციაზე მყოფი მოთამაშე აკეთებს ლიმპს A
7
-ით; მეორე და მესამე პოზიციებიც ქოლს თამაშობენ - შესაბამისად K
5
და Q
6
ხელებით. მეოთხე მოთამაშეს დისციპლინამ და სინდისმა უბიძგა 8
2
გადაეყარა. 'ლოუჯექიც' შედის თამაშში 5
3
-ით, ხოლო 'ჰაიჯექი' 400 ჩიპამდე ზრდის T
T
-ით. 'კატოფი' ღებულობს რეიზს T
9
ხელით და მასთან ერთადაა 'ბატონიც' J
8
-ით. სმოლ ბლაინდი ყრის კარტს, ბიგ ბლაინდი 7
6
-ით ასწორებს რეიზს. იგივეს აკეთებენ დანარჩენი ლიმპერებიც. მთლიანობაში ბანკი გამოდის 3.200 ჩიპი.
დაბალი ლიმიტის ტურნირებში თქვენ შეამჩნევთ ასეთ უცნაურობას: მოთამაშეების უმეტესობა ამჯობინებს დარიგებაში მონაწილეობის მიღებას თითქმის ნებისმიერი ხელით, რომელსაც მცირე პოტენციალი მაინც გააჩნია. თუ პრეფლოპ რეიზი გაკეთდა, ადამიანებს ქოლის თამაში ურჩევნიათ, ვიდრე რირეიზის, იმ მოტივით, რომ მათ კარგი პოტ ოდსები ექმნებათ.
იმის მიუხედავად, რომ ამ დარიგებაში 'ჰაიჯექმა' საკმაოდ დიდი რეიზი გააკეთა (400 ჩიპი - 8ბიგ ბლაინდი), ეს შეცდომად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთი დაბალი ლიმიტის ტურნირში, მოთამაშეების უმეტესობა მაინც გაასწორებს რეიზს და ეს დამატებით ველიუს იძლევა. ფლოპზე რიგდება Q
8
3
. ბანკი 3.200 ჩიპია. ყველა ჩექს აკეთებს მესამე პოზიციაზე მჯდომ მოთამაშემდე, რომელიც თავისი Q
6
-ით 700-იან ბეთს აკეთებს. 'ლოუჯექი' ღებულობს ბეთს 5
3
-ით; 'ჰაიჯექი' სწორად ყრის T
T
-ს; 'კატოფიც' ყრის თავის გატშოტს, ხოლო 'ბატონი' აკეთბს ქოლს J
8
-ით. სხვა დანარჩენები - ფოლდ.
დაბალი ბაი-ინის მქონე ტურნირებზე უმეტესად სწორედ ასე ხდება - არავინ დაელოდება ორიგინალ პრეფლოპ რეიზერს - თუ ვინმემ ოდნავ მაინც ნორმალური ხელი დაიჭირა, ისეთი როგორიც ამ შემთხვევაში ტოპ წყვილია ცუდი კიკერით, ის აუცილებლად დაასწრებს პრეფლოპ აგრესორს და თავისი მარგინალური ხელით, ინიციატივის მოპოვებას შეეცდება.
ასეთ ტურნირებზე უმეტესობა ე.წ. fit or fold-ს თამაშობს. ისინი ან მიიღებენ მათთვის შესაბამის ფლოპს, ან მარტივად გადაყრიან კარტს. სიმართლე ითქვას, დაბალი ტურნირების საწყის ეტაპზე, როცა სტეკი საკმაოდ დიდია ბლაინდებთან შედარებით, ასეთი თამაში არც ისე ცუდი სტრატეგიაა - პრეფლოპ ქოლერი ბევრია, ბანკი დიდია, რირეიზის და ბლეფის გაკეთებას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ თუ ვინმემ ორი წყვილი, ან უკეთესი ხელი მიიღო, ის უმეტეს შემთხვევაში ჩექ-რეიზს ითამაშებს.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთ დროს ბეთის ზომა თითქმის პირდაპირ აჩვენებს მოთამაშის ხელს - 700-იანი ბეთით შეიძლება დავინახოთ სიტყვები "ტოპ წყვილი ცუდი კიკერით", მაშინ როცა AQ ან უკეთესი ხელი დაახლოებით 1500 ჩიპიან, ან ბანკის 2/3 ბეთს მაინც გააკეთებდა.
ბევრ მოთამაშეს, ასეთი დონის ტურნირზე, ძალიან უჭირს წყვილის გადაყრა, განსაკუთრებით ჯიბის წყვილების. 3.200-იან პოტში 700-იან ბეთზე, მოთამაშეების უმეტესობა მოძებნიდა ქოლის მიზეზს, მაგრამ 'ჰაიჯექმა' მართლაც კარგი თამაში აჩვენა. თან როცა ვინმე შენამდე ბეთს აკეთბს და მეორე მოთამაშე პასუხობს, რთული გადაწყვეტილების წინაშეც არ დგები. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ 'ბატონის' J
8
-ს საკმაოდ ცუდი იმპლაიდ ოდსები აქვს - თუ ის ტრიპსამდე ან ორ წყვილამდე გაძლიერდება, დიდი შანსია, რომ მას არ გადაუხდიან. ან უმეტეს შემთხვევაში სხვა ხელის მიერ იქნება დომინირებული და არაფერში დახარჯავს სტეკის ნაწილს.
თერნზე სიტუაცია ასე გამოიყურება: Q
8
3
7
; ბანკი - 5.300 ჩიპი. მესამე პოზიცია ისევ 700-იან ბეთს აკეთებს, 'ლოუჯექიც' და 'ბატონიც' - ქოლს. ბანკი 7.400-მდე იზრდება. მოთამაშე, რომელიც ფლოპზე დადებს, არასახიფათო კარტის ამოსვლის შემთხვევაში, თერნზეც გააგრძელებს აგრესიას. მაგრამ თუ A ან K დაიდება, მაშინვე ჩექს ითამაშებს. ასეთი მოთამაშე თერნზეც იგივე ან მიახლოებულ ბეთს გააკეთებს, რაც ფლოპზე დადო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არაა დარწმუნებული თავის ხელში და ვარაუდობს, რომ შეიძლება უკანაც იყოს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიაზე ის დანებდება, მაგრამ მისი შიში მაინც გასათვალისწინებელია. ზოგმა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩექ-რეიზიც ითამაშოს.
700-იანი ბეთი 5.300-იან პოტში, საკმაოდ პატარაა. თუ თვლი, რომ აუტები გაქვს, რომლითაც მოგებას შეძლებ, ქოლის გაკეთება საკმაოდ ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ 'ლოუჯექიც' და 'ბატონიც' აშკარად უკან არიან, მათ ეს ქოლი უნდა გაეკეთებინათ. შეიძლება ამ შემთხვევაში, მათი რირეიზიც გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ასეთი მოთამაშის წინააღმდეგ აგრესია დიდად არ ამართლებს.
სიტუაცია რივერზე: Q
8
3
7
A
; ბანკი - 7.400 ჩიპი. ყველა ჩექს აკეთებს და ბანკს მესამე პოზიციაზე მყოფი მოთამაშე იგებს. ტუზი რივერზე, ძალიან საინტერესო კარტია, არა იმიტომ რომ რომელიმე მოთამაშეს უკავშირდება, არამედ იმიტომ რომ მოყვარული მოთამაშეები ასეთ კარტებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და უფრთხილდებიან. წესით, ასეთ შემთხვევებში, აგრესია გამართლებულია, რადგან არცერთ მოთამაშეს A არ უნდა ჰყავდეს. მაგრამ ტუზის ქონის შემთხვევაშიც კი, დამწყებები ველიუ ბეთის ნაცვლად ჩექს გააკეთებენ. თქვენ შეამჩნევთ, რომ თუ დარიგებაში რამდენიმე მოთამაშე მონაწილეობს, თუ რომელიმეს აბსოლუტური ნატსი არ აქვს, რივერზე ველიუს არავინ მოითხოვს, თუნდაც ტოპ წყვილით. რთული სათქმელია გააკეთებდა თუ არა მესამე პოზიცია ქოლს, რომელიმე დარჩენილ ორ მოთამაშეს რომ დიდი ბეთი დაედო რივერზე.
იგივე ხელი მაღალი ლიმიტის ტურნირზე
პირველი მოთამაშე ყრის A
7
-ს; მეორე მოთამაშე ყრის K
5
-ს; მესამე მოთამაშე ყრის Q
6
-ს; მეოთხე მოთამაშე ყრის 8
2
; 'ლოუჯექი' ზრდის 125-მდე 5
3
-ით; 'ჰაიჯექი' ქოლს აკეთებს T
T
-ით; 'კატოფი' ქოლს აკეთებს T
9
; 'ბატონი' ქოლს აკეთებს J
8
-ით; სმოლ ბლაინდი და ბიგ ბლაინდი ყრიან კარტებს. ბანკში 575 ჩიპია.
მაღალი ლიმიტის ტურნირებზე, მოთამაშეების უმეტესობამ იცის, რომ ადრეული პოზიციიდან საშუალო სიძლიერის კარტით თამაშში შესვლა არ ღირს, რადგან მათ შემდეგ მყოფ მოთამაშეებს, შესაძლოა, გაცილებით უკეთესი ხელები ჰყავდეთ. განსხვავებით წინა მაგალითისგან (400 ჩიპი), ამ შემთხვევაში ბეთის ოდენობა გაცილებით მცირეა (125 ჩიპი). თუ პოზიცია ხელს უწყობთ, მოთამაშეები ასეთ მცირე ბეთს, თითქმის ნებისმიერი, საშუალო პოტენციალის მქონე ხელითაც მიიღებენ.
ფლოპზე რიგდება Q
8
3
; ბანკი - 575 ჩიპი. ყველა ჩექს აკეთებს, 'ბატონი' თავისი საშუალო წყვილით დებს 350-ს, 'კატოფი' და 'ჰაიჯექი' ქოლს აკეთებენ, 'ლოუჯექი' - ფოლდ. ბანკი - 1.625 ჩიპი.
როცა ოთხი მოთამაშე ფლოპს ნახულობს, პრეფლოპ აგრესორის ჩექი დაბალი წყვილით, ნამდვილად სწორი თამაშია. აქ აგრესიის გაგრძელებას თითქმის არანაირი აზრი არ აქვს. T
T
-ით, მოთამაშეების ნაწილი ბეთს გააკეთებდა, ნაწილი კი პოტის კონტროლს შეეცდებოდა და ჩექს ითამაშებდა. 'ბატონი' აბსოლუტურად სწორ ბეთს აკეთებს, ეს ველიუსთვისაც გამოდგება და ისეთი ხელებისგანაც დაიცავს თავს, რომლებსაც პრეფლოპ ქოლის გაკეთება შეეძლოთ, მაგალითად KT ან მსგავსი. 'კატოფის' ქოლი, პოტ ოდსების გათვალისწინებით სწორია. ის თამაშს აგრძელებს გატშოტის, ან თერნზე აუტების მომატების იმედად.
მთლიანობაში, ძლიერი თამაში ასეთ დროს, 'ბატონის' მიერ გაკეთებულ ბეთზე, ჩექ-რეიზი იქნებოდა. 'ბატონის' ბეთი სხვა მოთამაშეებისთვის შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ აქამდე გაკეთებული ჩექებისა და გამოვლენილი სისუსტის გამო, 'ბატონზე' მყოფმა მოთამაშემ სხვების დასჯა და ბანკის წაღება გადაწყვიტა. ვინმეს მართლაც რომ გაეკეთებინა რეიზი, ის უმეტეს შემთხვევაში მოიგებდა ამ დარიგებას.
სიტუაცია თერნზე: Q
8
3
7
; ბანკი - 1625 ჩიპი. 'ლოუჯექი' ჩექს თამაშობს, 'კატოფი' დებს 1.100-ს და მოწინააღმდეგეების ფოლდის შემდეგ ბანკს იგებს.
თერნის კარტი, სხვებისთვის დიდს არაფერს ცვლის, 'კატოფს' კი ძალიან ძლიერ დროუს აძლევს. მას შემდეგ, რაც 'ჰაიჯექმა' თერნზეც ჩექი ითამაშა და ბანკის მოგების სურვილი დიდად არ გამოთქვა, 'კატოფი' ბანკის მოპარვას შეეცადა, მაგრამ გარდა მოპარვისა მას დიდი ბანკის შექმნის მიზეზიც აქვს - ორმხრივი სტრეიტ-ფლეშ დრო. ნებისმიერი მოწინააღმდეგის ქოლის შემთხვევაშიც კი, 'კატოფს' რივერზე გაუმჯობესების, ან ბანკის ბლეფით მოგების საშუალება აქვს.
რაც შეეხება 'ჰაიჯექისა' და 'ბატონის' ფოლდს: 'კატოფის' ბეთი ასეთ დროს საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მან ან გაიუმჯობესა ხელი, ან ძალიან ძლიერი დროინგ ჰენდი მიიღო. ორივე შემთხვევაში მათი ქოლი ძალიან მარგინალური იქნებოდა და რივერზე თამაში ნებისმიერი კარტის ამოსვლის შემთხვევაში, საკმაოდ რთული იქნებოდა. ასე რომ ორივე მოთამაშის ფოლდი, აბსოლუტურად გამართლებული იყო.
ეს ორი მაგალითი, ნათლად აჩვენებს თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი და იგივე მოცემულობა, როცა ლიმიტები განსხვავდება.





