დაიწყეთ მოწინააღმდეგის ხელების წაკითხვა, მეორე ნაწილი

+ პოსტის დამატება

ამ პოსტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჰენდ რიდინგი არ არის ისეთი რთული საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. აუცილებელი არ არის სუპერ მოთამაშის მსგავსად, საუკუნის რიდი გავაკეთოთ და ზუსტად დავასახელოთ მოწინააღმდეგის კარტი. ზოგჯერ რამდენიმე სავარაუდო ხელის ამოცნობა, რომელიც მოთამაშეს შეიძლება ჰყავდეს ან პირიქით - გვაძლევს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას.
სპეციალურად ამ შემთხვევისთვის განვიხილეთ დარიგება, სადაც რეიზი გავაკეთეთ AbrickQbrick-ით და რამდენიმე სხვა ლუზ მოთამაშესთან ერთად მივიღეთ ფლოპი

Qclubs7heart2raven. განსაკუთრებულად ლუზ მოთამაშეებიც კი 72-ით არ პასუხობენ რეიზებს ქოლით. მაგრამ მაინც, გარკვეული სავარაუდო შესაძლებლობისა, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენი დამარცხება ფლოპზე. 
პოკერის მთელი სირთულე და ხიბლი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვაჯილდოვებენ ფლოპზე საუკეთესო ხელის ფლობის გამო. საქმე რთულდება და იძაბება ბეთინგის შემდგომ რაუნდებზე, როდესაც ბანკში კიდევ უფრო მეტი ფული იყრის თავს. 

სწორედ აქ უშვებს ბევრი დამწყები შეცდომას, ან თვლიან, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა რეალურად სწორი ნაბიჯი გადადგეს. ჩვენი მიზანი არ არის იმის გამორკვევა, რომ უკან ვართ და მოვძებნოთ მიზეზი ფოლდისთვის.  რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება შემდეგ რაუნდებზე არ გაგვიმართლოს და მოწინააღმდეგე გაძლიერდეს, მაგრამ იმ მომენტში, როცა ვიგებთ დარიგებას, ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ჩავდოთ ბანკში რაც შეიძლება მეტი ფული და მოწინააღმდეგესაც იგივე ვაიძულოთ. ეს იდეა სწორად უნდა იქნას გაგებული. ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის წინ ვიყოთ, როცა ბანკში ფულს ვდებთ, არამედ უმეტესად, მსგავსი სიტუაციების ნახევარზე მეტ შემთხვევაში მაინც, ჩვენ ვიმოქმედოთ ბანკის გაზრდის სურვილით. 

ბევრ მოთამაშეს ეშინია ითამაშოს დიდ ბანკზე მხოლოდ ერთი წყვილით, თუნდაც ეს საუკეთესო წყვილი იყოს ტოპ ქიქერით. მათ ეშინიათ, რომ აგრესიის გამოჩენის შემთხვევაში, ოპონენტი არ ითამაშებს ქოლით, თუ იგი ტოპ წყვილს არ უგებს. ეს სწორედ ის მოთამაშეები არიან, რომლებიც მუდამ წუწუნებენ თავიანთ ლუზ ოპონენტებზე და ამბობენ ფრაზას "მათ შეიძლება ყველაფერი ჰყოლოდათ". ზედმეტად ლუზი მოთამაშეების წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვების საუკეთესო გზა არის, ძლიერი ხელის სტანდარტის დაწევა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი ლუზი ოპონენტები, ხშირად ჩვენზე ცუდი ხელით გადაიხდიან ჩვენს რეიზებს. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ისეთი ტიპის ლუზი მოთამაშე, რომელიც, როგორც ვამბობთ "ნებისმიერ ხელს თამაშობს"? ასეთი მოთამაშე არასდროს დაყრის წყვილს, განსაკუთრებით, თუ ეს ტოპ წყვილია. როგორც უკვე გავარკვიეთ, ჩვენს მაგალითში, ნებისმიერ ერთ წყვილს ვუგებთ. 

როგორც დავითვალეთ, ჩვენს ხელს ამ მაგალითში უგებდა მხოლოდ 16 კომბინაცია. რამდენი ხელი არსებობს, რომელსაც თავისუფლად ვუგებთ? ჩვენ უკვე ვნახეთ ორი Q, ერთი ჩვენ გვიჭირავს, ერთი ბორდზე დევს. დასტაში დარჩენილია მხოლოდ ორი Q. არსებობს ცხრა ჩვენზე ცუდი ქიქერი. ეს უკვე 18 კომბინაციაა. დანარჩენ ხელებს რომ შევეშვათ, რომელიც შეიძლება ჰყავდეს მოწინააღმდეგეს, უკვე 18 კომბინაცია გვაქვს 16-ის წინააღმდეგ, რომლითაც ვიგებთ. დიდი შანსია, რომ მათ არ გადაყარონ დაბალი წყვილები 55-TT რეინჯში, ან სულაც რომელიმე 7. თქვენ შეგიძლიათ დაითვალოთ ყველა შესაძლო კომბინაციის რაოდენობა, რომელსაც უგებთ, მაგრამ ეს საჭირო არ არის. მითუმეტეს რეალურ დროში ანგარიშს არ დაიწყებთ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ტოპ წყვილის მიღება ფლოპზე გაცილებით ადვილია, ვიდრე ორი წყვილისა და უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ოპონენტზე წინ ვიქნებით. 

მოკლე რეზიუმეს სახით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე დებულება:

• ოპონენტი გააკეთბს ქოლს ნებისმიერი წყვილით

• აქამდე განვითარებული მოვლენების მიხედვით, მათ თავისფულად შეიძლება ჰყავდეთ რომელიმე ასეთი ხელი

• ფაქტიურად ნებისმიერ ხელს ვუგებთ და ძალიან ცოტა ხელი თუ გვიგებს ჩვენ

• ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ გავაკეთოთ ველიუ ბეთი, რადგან ხელების ძალიან დიდ რაოდენობასთან ჩვენ წინ ვართ

რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი ჰენდ რიდინგზე, შეიძლება ითქვას, რომ ჰენდ რიდინგის დროს ჩვენ არ გვჭირდება კონკრეტული კარტების ამოცნობა, ჩვენ გვინდა რეინჯი. ლუზ ოპონენტების წინააღმდეგ, ტოპ წყვილით და ტოპ კიკერით, უმეტეს შემთხვევაში წინ ვართ და არ გვჭირდება დიდი დრო იმის მოსაფიქრებლად, რომ ბანკში რაც შეიძლება დიდი ფული მოვაგროვოთ. მთელი "პრობლემა" შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, თუ როგორ ვაიძულოთ ოპონენტი, ჩადოს მეტი ფული ბანკში. ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ჩექი და "დავაგოთ მახე", მაგრამ ასეთ ლუზ ოპონენტებთან არ არის ასეთი მანევრების საჭიროება. პერიოდულად თქვენ ნახავთ, რომ მსგავს სიტუაციებში ზოგჯერ წააგებთ, თერნზე ან რივერზე მიიღებთ კარტს, რომელიც გააძლიერებს მოწინააღმდეგეს. ეს ყოველთვის, ყველგან და ყველასთან ხდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეცდომა დაუშვით. თქვენი საქმე იყო მოწინააღმდეგის ჰენდ რეინჯის გამოცნობა და ბანკში ფულის მოგროვება. ორივე წარმატებით გააკეთეთ. დანარჩენი მხოლოდ იღბლის საქმეა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თქვენს მხარეს იქნება, რადგან თქვენ მათემატიკურად გამართლებული გადაწყვეტილება მიიღეთ. 

რუმები

ქართული უცხოური