ცრურწმენა და პოკერი - წამგებიანი თამაში

+ პოსტის დამატება

პოკერში იღბალს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველამ ვიცით. მოკლევადიან პერიოდში, იღბალი განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს და მისი უგულებელყოფა, კარტის უგულებელყოფის და მხოლოდ ოპონენტზე თამაშის ტოლფას სისულელედ შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, მოთამაშეების უმეტესობას თავისებური ცრურწმენები ახასიათებს. შეიძლება ეს გააზრებული იყოს, შეიძლება სულაც გაუაზრებელი. 

ერთხელ, ESPN-ის გვერდზე, ფოტოების თვალიერებისას ტაილერ სეგინის ციტატას გადავაწყდი, რომელიც ჰოკეიში, დალასის 'სტარსის' ვარსკვლავია: "მე ანტი-ცრურწმენები მაქვს. თუ ჰოკეის ჯოხს ერთი მიმართულებით გადავაკრავ 'სკოჩს' და თამაშს მოვიგებ, შემდეგ თამაშზე აუცილებლად იგივეს გავიმეორებ, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ მოგება არ არის ამაზე დამოკიდებული და არ აქვს მნიშვნელობა ასეთ წვრილმანებს."

მართალია, ჰოკეიზე არანაირი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ როგორც ეს ადამიანი ფიქრობს, აბსოლუტურად მისაღებია. პოკერის მოთამაშეების უმეტესობა რომ ასე ფიქრობდეს, ყველაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ ცრურწმენა პოკერში ისევეა გავრცელებული, როგორც შავი სათვალე. კიდევ რამდენიმე მაგალითი მინდა გაჩვენოთ რატომაა ცრურწმენა საშიში თქვენი ბანკროლისთვის. 

2007 წელს ფრენკ რუსნაკმა WPT-ზე მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს მისთვის დიდი წარმატება იყო. მაშინ მან ასეთი რამ თქვა: "მე არ ვთვლი საკუთარ თავს ცრუმორწმუნედ, მაგრამ ტურნირის მსვლელობის განმავლობაში ზუსტად ერთი და იგივე მოქმედებებს ვასრულებდი - ერთნაირად შემოვდიოდი კაზინოში, ვცდილობდი ნაბიჯები ერთნაირად გადამედგა, მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც წინა დღეს. არ მინდოდა რაიმე 'გათვალულიყო." მართლაც საინტერესოა - როგორ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს 'გათვალვის' და ამავდროულად საკუთარ თავს ცრუმორწმუნედ არ თვლიდეს? 

სატელევიზიო შოუში თამაშის დროს, ტოდ ბრანსონმა დიდი რეიზი გააკეთა კრისტი გეიზისის წინააღმდეგ და ამ რეიზის დროს, რატომღაც ქუდი მოიხადა. კრისტი გეიზისი კი გაღიმებული უყურებდა ბრანსონს - "კარგი ბეთია... მან ქუდი მოიხადა. მან ქუდი მოიხადა პირდაპირ შუა დარიგების დროს, - იმეორებდა გეიზისი, - ეს შეიძლება მისთვის ცუდად დამთავრდეს." 

რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მისთვის ცუდად დამთავრდეს, ან სულაც კარგად. ან იქნებ 17 დარიგების შემდეგ იქონიოს რაიმე გავლენა? შეიძლება 1 წლის მერე გამოიღოს შედეგი? და სანამდე შეიძლება ეს გავაგრძელოთ? თუ ცრურწმენა ოდნავ მაინც ახდენს გავლენას მოთამაშის გონებაზე, მისი ფანტაზია უსაზღვროდ შორს წავა და სწორი გადაწყვეტილების გარდა ყველაფერს მიაღწევს. 

ერთ-ერთი მოთამაშე ონლაინ ფორუმზე წერდა, რომ დარიგებულ კარტს მანამდე არ ნახულობდა, სანამ ექვსჯერ არ გადააადგილებდა, სანამ არ 'აჩეხავდა'. თან იმასაც ხვდებოდა, რომ ამის გაკეთებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. 2007 წლის NBC-ის ჰედს-აპ ჩემპიონატზე გევინ სმიტმა ასეთი რამ თქვა: "2004 წელს, როცა პირველად გადმოვედი ვეგასში საცხოვრებლად და როცა სატურნირო პოკერის თამაში დავიწყე, გრძელი თმა მქონდა. მაშინ ყველაფერი გამომდიოდა. შემდეგ, ჩემმა მეგობარმა გოგომ თმის შეჭრა მთხოვა და დამითანხმა კიდეც. ამის შემდეგ ყველაფერი აირია. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გრძელ თმას ჩემთვის იღბალი მოჰქონდა და 2004 წლის შემდეგ, ამ კუთხით, არანაირი ცვლილება არ განმიხორციელებია." 

საბედნიეროდ, გევინ სმიტმა უღალატა ამ ტრადიციას. ან ვიღაც ძილში მაინც ზრუნავს მის ჰიგიენაზე... 

რა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ? არის ასეთი ცრურწმენები უბრალო გასართობი? მე ვფიქრობ, მათ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ მოთამაშისთვის, რადგან თუ ჩვენ მსგავსი მოვლენების გვჯერა, ფაქტიურად ვერასდროს გავიგებთ რატომ ვიგებთ, ან ვაგებთ. 

თუ რუსნაკი საკუთარ თავს უფლებას აძლევს დაიჯეროს რომელიმე 'წარმატებული' მოქმედების, ან ნაბიჯების თანმიმდევრობის გავლენის საკუთარ თამაშსა და იღბალზე, მაშინ მას საერთოდ არ სჭირდება თამაშის დროს რაიმე რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. მან შეიძლება ჩათვალოს, რომ რომელიმე კარტი მისთვის წარმატებული ან წარუმატებელი იქნება და სრულიად ალოგიკური მანევრი გააკეთოს. შეიძლება მან თავდაჯერებულობა მოიპოვა თავისი 'მაგიური' ქმედებების შერუსლების გამო და უფრო აგრესიული თამაში აჩვენა, რომელმაც წარმატება მოუტანა. ეს მის ჯადოსნურ საქციელებს დაბრალდება და არა მის კარგ თამაშს. 

თუ მოთამაშე ცდილობს ექვსჯერ დაითვალოს კარტების გადაადგილება და მთელი მისი გონება ამაზეა კონცენტრირებული, ნაცვლად მოწინააღმდეგეებზე დაკვირვებისა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგაღებინონ, რამდენად შეიძლება მის თამაშს რაციონალური ვუწოდოთ? 

თუ კრისტი გეიზისი იმაზე ფიქრობს, რა გავლენა აქვს კონკრეტულ დარიგებაზე ისეთ მოვლენებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის პოკერთან, როდისღა უნდა იფიქროს მან ისეთ საკითხებზე, როგორიც თუნდაც ტოდ ბრანსონის ბეთინგ ლაინია? 

თუ გევინ სმიტი თავის წარმატებას და წარუმატებლობას თმის სიგრძეს აბრალებს, როგორ უნდა გაიგოს მისი წარმატება და წარუმატებლობა რამდენადაა დამოკიდებული მის თამაშზე, ნერვებზე, ფხიზელ გონებაზე და ა.შ? 

მკითხველებს კი მინდა ვუთხრა, რომ ტაილერ სეგინის სიტყვების მსგავსად, არ არსებობს წარმატებული და წარუმატებელი მოქმედება ან მოვლენა, გარდა საკუთარი, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ქმედებებისა, რომელსაც უშუალო გავლენა აქვს შედეგზე. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა რომელიმე უაზრო მოვლენაზე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს თამაშთან. ერთადერთი იღბალი, რომელიც მოთამაშისთვის უნდა არსებობდეს, არის მათემატიკა. პოკერის მათემატიკაში გარკვევა გაცილებით ნათლად გვაჩვენებს, რამდენად არსებობს მისტიური იღბალი და რამდენად შეიძლება ვაკონტროლოთ ის, ან ვაკონტროლოთ ჩვენი მოქმედებები ამ მათემატიკის შესაბამისად. ბლექ ჯეკის მოთამაშეები სხვას არაფერს შვებიან. მათ ზუსტად იციან 'წარმატებული' და 'წარუმატებელი' პერიოდები და ამ პერიოდების შესაბამისად მოქმედებენ. პოკერის მოთამაშესაც ზუსტად იგივეს გაკეთება შეუძლია, მაგრამ ეს გაცილებით ხაგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც მომენტალურად, რამდენიმე წუთში არ აისახება, თუმცა ასეთი ცოდნის გარეშე თამაში მოთამაშის ბანკროლს სერიოზულ პრობლემებს უჩენს. 

რუმები

ქართული უცხოური