GeoPoker.ge

 
 
GeoPoker.ge: მთავარი
 
 

Sunday Million: VI ადგილის მფლობელი არასრულწლოვანი აღმოჩნდა

Google könyvjelzőTwitterFacebook
საიუბილეო PokerStars.com Sunday Million-ი დასრულებულია, მაგრამ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მეექვსე ადგილის მფლობელი მხოლოდ 17 წლის არის. ამის გამო მას საერთოდ არ ჰქონდა ტურნირში მონაწილეობის უფლება.PokerStars.com-ის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ მისი პრიზი გაუქმდა.


საიუბილეო Sunday Million-ში 60 000 მდე მოთამაშე იღებდა მონაწილეობას და საპრიზო ფონდი რეკორდულად დიდი $11.825.600 გახლდათ. ფინალურ მაგიდაზე დარჩენილმა 9 მოთამაშემ ბანკი გაიყვეს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ერთ-ერთი მოთამაშე მხოლოდ 17 წლის გახლდათ.

მეექვსე ადგილზე გასულმა ჯიმი
"zeurrr" ჯონკერმა დაარღვია
PokerStars.com-ის წესები, რომელშიც მითითებულია, რომ მოთამაშე მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს.

ჰოლანდიელი მოთამაშე საიუბილეო ტურნირზე 2$-იანი სატელიტით მოხვდა და ფინალურ მაგიდაზე ბანკის გაყოფის შემდეგ $518.402,33-ი შეხვდა. ჰოლანდიური გაზეთის Algemeen Dagblad-ის რეპორტიორი შეეცადა დაკავშირებოდა მათ და ინტერვიუ აეღო, მაგრამ მოხდა საეჭვო ფაქტი, ყურმილი ჯიმის 47 წლის მამამ, ჯოს ჯონკერმა აიღო და განაცხადა, რომ ტურნირში ის თამაშობდა.

გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ტურნირში მისი შვილი 17 წლის ჯიმი იღებდა მონაწილეობას.
Twitter-ში ჯიმის "jiminho3" ანგარიში სწრაფად გადაკეთდა ჯოს ჯონკერზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ეჭვი.

საიმონ კაიზერმა
PokerStars.com-ის წარმომადგენელმა ნიდერლანდებში, განაცხადა რომ ჯიმი დარეგისტრირებული იყო როგორც 19 წლის, რაც ადასტურებს იმას, რომ მან გამოიყენა მცდარი ინფორმაცია. ასევე დაამატა, რომ წესების დარღვევის გამო მისი საპრიზო თანხა დაბლოკილია და ამასთან შესაძლებელია პასუხისგებაში მიცემაც.

სად წავა მისი საპრიზო თანხა? გადანაწილდება დანარჩენ 8 ფინალისტზე თუ პოკერსტარსი კონფისკაციას მოახდენს ჯერ-ჯერობით უცნობია.

რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში.


Comments 

 
#5 mishaasa 2011-04-14 09:11 ჯერ ერთი ცოდვაა რა ქართულია იმენნა :DD მეორეც ერთი მაგ ბავშვს რომ მისცენ მოგება ეხლა ან თუნდაც დაელოდონ სანამ სრულწლოვანი გახდება ან რამე მსგავსი,.. მის მსგავსად ბევრი არასრულწლოვანი ეცდება თვითონაც მიიღოს მონაწილეობა =) და არ იქენბა სწორი. და მესამე :D მეტი საქმე არ გაქვთ? ციტირება
 
 
#4 giopero 2011-03-12 06:44 ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება რომ starი შეპირდეს 18 წლსი რო გახდება მიანიჭოს pro სტატუსი და გააწევრიანოს pokerstar team ში. მართალია ძალიან უმართლებდა მაგრამ მთლად უნიჭო არ უნდა იყოს 2 $ sattelitით მაქამდე რო მივიდა ციტირება
 
 
#3 Esgha Gvaklda 2011-03-12 00:39 18 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვა იმიტომ უფროა, რომ ამ ხნის ადამიანი არ არის სულიერად მზად და მას არ გააჩნია საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რის გამოც მან შეიძლება გააკეთოს მცდარი დასკვნები და მიიღოს ძლიერი მორალური ტრავმა…
მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ბავშვი სულიერ ტრავმას უფრო მიიღებს, ვიდრე ჭკუის სასწავლ ან მორალის ასამაღლებელ, სულიერ გაკვეთილს
ციტირება
 
 
#2 Avtandil 2011-03-11 23:28 ძალიან სამწუხაროა და ცოდოა ნამდვილად ეგ ბავშვი, მაგრამ წესი წესია, სტარმა მაგას პრიზი რომ მიცეს შეიძლება ლიცენზიაც დაკარგოს, აღარაფერს ვიძახი ფულად ჯარიმაზე. ციტირება
 
 
#1 trader 2011-03-11 21:42 რამდენისაც არ უნდა იყოს ცოდვაა ტო. ბავშვა დაიმსახურა ეკუთვნის და ერგება ეგ პრიზი და არ აძლევენ :D:D. იმენა 1 წელი დეპრესია ექნება საწყალს… ციტირება
 
კომენტარის დამატება

ქართული კლავიატურა ON/OFF "~”


Security code
განახლება

 
 
 
 
Content and Site owner Ilia Kvaratskhelia
Technical support A.Adamia
Copyright © 2010