26 მარტს სტარტი აიღო Russian Poker Series 2011 წლის პირველმა ტურნირმა, რომელიც კიევში იმართება. მასში 5 ქართველი იღებდა მონაწილეობას და 3 მათგანი ფინალურ მაგიდაზე ითამაშებს.PokerStars RPS Kyiv, Main Event
საშუალო სტეკი 883.333.
ფინალური მაგიდა:
კარენ სარქისიანი - 1.841.000
გარი ტევოსოვი - 1.354.000
ალექსანდრე კრავჩენკო - 1.012.000
ნუშრივა გაბელია - 908.000
ლევან ყარამანიშვილი - 753.000
ივან დემიდოვი - 744.000
არჩილ ხოფერია - 490.000
კარენ გრიგორიანი - 457.000
ანდრეი ნედელიავი - 414.000
ფინალური მაგიდის საპრიზო ფონდი:
9.$14.8008.$18.350
7.$24.700
6.$31.800
5.$42.400
4.$56.550
3.$77.750
2.$113.100
1.$180.087
როგორც ხედავთ ფინალურ მაგიდაზე 3 ქართველი ზის (!), თამაში დღეს განახლდება, ბლაინდები 2500-5000 ანტე 500. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თანამემამულეებს, მათ წინ რთული ბრძოლა ელის. მაგიდაზე ხომ პოკერსტარის 2 პროფესიონალი, WSOP 2008-ის მეორე ადგილის მფლობელი ივან დემიდოვი და მრავალი ტურნირის გამარჯვებული ალექს კრავჩენკო სხედან. მიუხედავად ამისა ქართველები არ ერიდებიან მათთან შეჭიდებას, არჩილ ხოფერიამ ბლეფ 3 ბეთით კარტი დააყრევინა დემიდოვს და შემდეგ 42s აჩვენა :)ტექსტური ლაივის სანახავად გაჰყევით ბმულს
GeoPoker.ge წარმატებებს უსურვებს სამივე ქართველს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დიდ ტურნირზე 5 ქართველიდან 3-ის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა.

Comments