GeoPoker.ge

 
 
 
 
 
 
GeoPoker.ge: წიგნები
 
 

წიგნები

The Pot-Limit Omaha Book: Transitioning from NLHE to PLO

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: თრაი (slowhabit) ნგიენი
ენა: ინგლისური
გადმოწერეთ: ორიგინალი
აღწერა: თრაი ნგიენის კიდევ ერთი წიგნი, ამჯერად ომაჰაზე. მისი პირველი წიგნი ("Let there be range"), ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება პოკერის შესახებ დაწერილ წიგნებს შორის. ომაჰაზე დაწერილ წიგნი განკუთვნილია ულიმიტო ჰოლდემის გამოცდილი მოთამაშეებისთვის, რომლებმაც ომაჰაზე გადასვლა გადაწყვიტეს, შესაბამისად აქცენტი ომაჰას ძირითად კონცეფციებზეა გამახვილებული და საკმაოდ მაღალ დონეზე არის ახსნილი და გარჩეული ის სათამაშო სიტუაციები, რომელშიც ულიმიტო ჰოლდემის მოთამაშე აუცილებლად აღმოჩნდება.

Pot-Limit Omaha: The Big Play Strategy

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: ჯეფ ჰვანგი
ენა: ინგლისური
გადმოწერეთ: ორიგინალი
აღწერა: წიგნი ეძღვნება ბოლო ხანებში ძალიან პოპულარულ პოკერის სახაეობა ომაჰას. წიგნი განკუთვნილია დამწყებთათვის, მაგრამ მასში გასაგებად არის აღწერილი ომაჰას ფუნდამენტური პრინციპები, წიგნი ეხება ომაჰას ყველა სახეობას, ის ახალია და მასში თავმოყრილია დღემდე ცნობილი ყველა მომგებიანი სტრატეგია და ძირითადი მომენტები. ასევე წიგნში მრავლად ნახავთ ავტორის შეხედულებებს, მისი ავტორი კი ცნობილი მწრთვნელი, 2+2 ფორუმის აქტიური მპოსტავი, რამდენიმე წიგნის და უამრავი სტატიის ავტორი ჯეფ ჰვანგია.

Sit'n'Go Strategy (Стратегия для СНГ)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: კოლინ მოშმანი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: წიგნში აღწერილია ერთ მაგიდიანი პოკერის ტურნირის, მომგებიანი სტრატეგიები და გაანალიზირებულია ტურნირის ყველა სატამაშო ფაზა.

Let there be range

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: თრაი (slowhabit) ნგიენი, კოლ (cts) საუთი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: წიგნი დაგანახებთ, თუ როგორ გაარჩევდა მაღალი ლიმიტის ორი მოთამაშე 25$/50$ ლიმიტზე გათამაშებულ დარიგებებს, წიგნი ძირითადად ეძღვნება ოპონენტის ხელების შესაძლო დიაპაზონებს, წიგნის სრულფასოვნად გასაგებად აუცილებელია კარგად იცნობდეთ პოკერის ფუნდამენტურ კონცეფციებს და გქონდეთ თამაშის გამოცდილება, რადგან წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა "უდანაკლისო ფოლდ-ეკვიტის ძებნა" "კარტების გამორიცხვა" "დიაპაზონის პოლარიზაცია" და "რე-რე-ბლეფი" წიგნში ბევრი ისეთი საკითხია, რომლებიც არასდროს არ განხილულა ასეთ ფორმატში. პოკერის ფუნდამენტური კონცეფციები კი ქართულად არის ახსნილი სტრატეგიის გვერდზე. 

Easy Game (Легкая игра)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: ენდრიუ სეიდმანი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: ეს წიგნი, ორ ნაწილად ხსნის ულიმიტო ჰოლდემის 5-6 კაციან მაგიდებზე თამაშს, პირველ ნაწილში განხილული და ახსნილია თამაშის ძირითადი კონცეფციები, ხოლო მეორე ნაწილში განხილულია მოწინავე სტრატეგიები და სათამაშო ტრიუკები, რომლებიც აუცილებელია მაღალ ლიმიტებზე სათამაშოდ. წიგნის სრულფასოვნად გაგებისთვის სასურველია თამაშის გამოცდილება გქონდეთ და წარმოდგენები გაგაჩნდეთ თამაშის ნიუანსებზე.

Ваш злейший покерный враг и лучший покерный друг

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: ალენ სკუნმეიკერი
ენა: რუსული
გადმოწერეთ: თარგმანი
აღწერა: ორი წიგნი ერთ ფაილში, ორივე წიგნი პოკერის ფსიქოლოგიას ეხება და განკუთვნილია შედარებით გამოცდილი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც გარკვეული სათამაშო პრაქტიკა აქვთ და სურთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაიხვეწნონ. I ტომში გაანალიზებულია შეცდომები და მოცემულია გადაწყვეტები, ხოლო II ტომში არამარტო გადაწყვეტებია მოცემლი, არამედ გაანალიზებულია პრობლემებიც.

Психология покера

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: ალენ სკუნმეიკერი, დევიდ სკლანსკი
ენა: რუსული
გადმოწერეთ: თარგმანი
აღწერა: ალენ სკუნმეიკერი ბერკლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორია და მან საკმაოდ კარგი წიგნი დაწერა პოკერის ფსიქოლოგიაზე, პოკერის თეორიული ნიუანსები კი #1 თეორეტიკოსის დევიდ სკლანსკის მიერაა დაწერილი. ნამდვილად რეკომენდირებული წიგნია მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პოკერში და ასეთი დონის ფსიქოლოგები იშვიათად წერენ მსგავს წიგნებს.

6 Max NL Strategy Guide

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: რაიან ფი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: ამ წიგნში განხილულია ულიმიტო ჰოლდემის 6 კაციანი მაგიდების სტრატეგია და თავისებურებანი.

Sectrets of Pot Limit Omaha

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: როლფ სლოტბუმი
ენა: რუსული
გადმოწერეთ: თარგმანი
აღწერა: მართალია GeoPoker.ge ძირითადად ტეხასური ჰოლდემის შესახებ წერს, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება ომაჰას შესახევ სტატიების დადებაც. ეს წიგნი სწორედ პოკერის ძალიან საინტერესო ნაირსახეობას ომაჰას ეხება.

Ace on the River

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: ბარი გრინშტეინი
ენა: ინგლისური
გადმოწერეთ: ორიგინალი
აღწერა: წიგნი დაწერილია მოთხრობის სტილში და მისი ავტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ბარი გრინშტეინია, ამ წიგნს ანალოგი არ ყავს და სტანდარტული სტრატეგიული წიგნებისგან განსხვავებით ძალიან ადვილად იკითხება. წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ სხვა კუთხით შეხედავთ თამაშს.

Phil Gordon's Little Green Book

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: ფილ გორდონი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: ძალიან საინტერესო წიგნი დამწყებთათვის, სადაც მარტივი ენით არის გადმოცემული ტეხასური ჰოლდემის ძირითადი კონცეფციები და თავისებურებები.

Caros Book of Poker Tells (Язык жестов)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: მაიკ კარო
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, რუსული
აღწერა: შეიძლება ითქვას რომ ეს წიგნი პოკერის ფსიქოლოგიური ასპექტის ბიბლიაა.

Super System (Суперсистема)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: დოილ ბრანსონი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: დევიდ სკლანსკის "პოკერის თეორია"-სთან ერთად ეს წიგნი ითვლება ფუნდამენტურ ნაშრომად პოკერის შესახებ, მისი ავტორი დოილ ბრანსონია, ორ გზის მსოფლიო ჩემპიონი (1976 და 1977 წლები). წიგნში იგრძნობა ავტორის უდიდესი გამოცდილება და თამაშის ნიუანსების ზედმიწევნით კარგი ცოდნა. "სუპერ სისტემის" წაკითხვის შემდეგ თქვენ იმაზე უკეთ ითამაშებთ პოკერს ვიდრე მანამდე თამაშობდით.

Hold'em Poker for advanced players (Техасский холдем для профессионалов)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: დევის სკლანსკი, მეისონ მალმუტი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: ავტორები მათემატიკური სიზუსტით ხსნიან და აანალიზებენ პოკერის ერთი შეხედვით ყველაზე მარტივ, სინამდვილეში კი ერთ-ერთ ურთულეს თამაშს ტეხასურ ჰოლდემს.

Theory of Poker (Теория покера)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: დევიდ სკლანსკი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: "პოკერის თეორია" ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად, რომელიც პოკერზე დაიწერა, ავტორი დევიდ სკლანსკი პოკერის პროფესიონალი მოთამაშე და მათემატიკის დოქტორია. ამ წიგნში გაანალიზებულია პოკერის ყველა სახეობა და მარტივი ენითაა გადმოცემულია თამაშის ფუნდმენტური პრინციპები.

Harrington On Hold'em. Volume III (Холдем по Харрингтону. Том 3 )

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: დენ ჰარინგტონი, ბილ რობერტი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: მესამე ტომში განხილულია მაგალითები, მათი გარჩევა დაგეხმარებათ გაიღრმავოთ წინა ორ ტომში მიღებული ცოდნა.

Harrington On Hold'em. Volume II ( Холдем по Харрингтону. Том 2)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: დენ ჰარინგტონი, ბილ რობერტი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: მეორე ტომში ჰარინგტონი აგრძელებს სატურნირო სტრატეგიებზე საუბარს, ის განიხილავს საკითხებს რომელიც ეხება ბლეფს, ჩექ-რეიზს და სლოუფლეის, კონცეფციას გარდატეხის წერტილებზე, თამაშს 6 კაციან მაგიდაზე, ერთი ერთზე და თამაშის სხვადასხვა სპეციფიკურ მომენტებს

Harrington On Hold'em. Volume I (Холдем по Харрингтону. Том I)

Google könyvjelzőTwitterFacebook
ავტორები: დენ ჰარინგტონი, ბილ რობერტი
ენა: ინგლისური, რუსული
გადმოწერეთ: ორიგინალი, თარგმანი
აღწერა: დენ ჰარინგტონის მიღწევები მართლაც უნიკალურია. World Series of Poker ის მთავარ ტურნირზე ცამეტჯერ მიიღო მონაწილეობა და აქიდან ოთხჯერ ფინალურ მაგიდაზე იჯდა. 1995 წლის გამარჯვების გარდა, ის მეექვსე იყო 1987 წელს, მესამე 2003 წელს და მეოთხე 2004 წელს. სწორედ 2004 წლის ფინალური მაგიდის შემდეგ გადაწყვიტა დაეწერა ეს წიგნი და ბილ რობერტის თანაავტორობით გამოსცა კიდეც, წიგნი გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა და დღემდე რჩება საუკეთესო წიგნად, რომელიც ტეხასური ჰოლდემის სატურნირო სტრატეგიებზე დაიწერა.
 
 
 
 
Content and Site owner Ilia Kvaratskhelia
Technical support A.Adamia
Copyright © 2010