
კიდევ ერთი უფასო და სასარგებლო პროგრამა PokerStrategy.com-ისგან. ამ პროგრამის საშუალებით თქვენ შესძლებთ გაიგოთ ხელის ან ხელების დიაპაზონის მათემატიკური წონა, ვაჭრობის ოთხივე რაუნდში.
შეიყვანეთ კარტი, ან ხელების დიაპაზონი მინიმუმ ორი მოთამაშისთვის და დათვალეთ მოგების ალბათობა პროცენტებში.
ხელების დიაპაზონი: თუ თქვენ გინდათ რომელიმე მოთამაშეს მიაკუთვნოთ ხელების გარკვეული სპექტრი, მაშინ დააჭირეთ ნაჩვენებ ღილაკს მოთამაშის გასწვრივ.
კარტები: თუ გინდათ მოთამაშეს კონკრეტული კარტი მისცეთ დააჭირეთ ამ ღილაკს.
შემთხვევითობა: ამ ღილაკზე დაჭერით ოპონენტი შემთხვევით ხელს მიიღებს.
წაშლა: ეს ღილაკი მოთამაშეზე ყველანაირ ინფორმაციას წაშლის.
თქვენ ასევე შეგიძლიათ პროგრამას დასათვლელად მისცეთ ფლოპი, თერნი ან რივერი. რათა შესძლოთ სხვადასხვა სიტუაციებში ალბათობების დათვლა, ვაჭრობის ნებისმიერ რაუნდში. კიდევ შეგიძლიათ მიუთითო ე.წ. "მკვდარი კარტები" ანუ ის კარტები რომლებიც გასულია თამაშიდან და შეუძლებელია ამოვიდნენ.
ახლა უკვე შეგიძლიათ დააჭიროთ Equilate ღილაკს. რეზულტატი კი გამოჩნდება ქვედა ეკრანზე.
Monte Carlo vs. Enumerate:
თუ დათვლა ბევრი მოთამაშის მონაწილეობით უნდა დაიტვალოს ან ხელების დიდი დიაპაზონია მითიტებული, მაშინ Enumerate მეთოდმა შეიძლება დიდხანს გასტანოს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში Monte Carlo-ს მეთოდი ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ მცირე უზუსტობებმა შეიძლება იჩინოს თავი.
