ლექსიკონი
Records found:
40
M
- MP (Middle Position)
- საშუალო პოზიცია პოკერის მაგიდაზე, იმყოფებიან გვიან და ადრეულ პოზიციებს შორის.
T
- Tight Aggressive(TAG)
- პოკერის თამაშის სტილი, ამ სტილის მიმდევრები საწყისი ხელების 15%-20% -ს თამაშობენ და ზემოთხსენებულ ხელებს აგრესიულად ათამაშებენ.
U
- UTG (Under The Gun)
- ადრეული პოზიცია პოკერის მაგიდაზე, UTG-ის დიდი ბლაინდის ხელმრაცხნივ მჯდომ ორ მოთამაშეს უწოდებენ, რადგან პირველები შედიან თამაშში.
V
- Value Bet
- ფსონის გაკეთება მოგების მაქსიმიზაციის მიზნით, გამოიყენება მაშინ როდესაც მაღალია იმის შანსი, რომ ოპონენტი გაათანაბრებს თქვენს ფსონს უარესი კომბინაციით.
W
- WSOP (Worls Series of Poker)
- პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირების სერია, შედგება ბევრი ტურნირისგან პოკერის ყველა სახეობაში იმართება ყოველწლიურად ზაფხულობით ლას ვეგასში.
ა
- აუტსები(Outs)
- კარტების ერთობლიობა, რომელიც კომბინაციას გვიმთავრებს. მაგ. თუ ფლეშ-დრო გვყავს დასტიდან 9 კარტი გაგვაძლიერებს ფლეშამდე. როგორც ვიცით დასტაში 13 ერთი ფერის კარტია აქიდან 4 ჩვენ გვყავს(2 ხელში, ორიც მაგიდაზე) შესაბამისად დასტაში დარჩა 9.
ბ
- ბათონი (Button)
- პოზიცია პოკერის მაგიდაზე, ფორმალურად კარტის დამრიგებელი. ბათონი იგივე დილერი საუკეთესო პოზიციად ითვლება მაგიდასთან, რადგან პოსტფლოპზე, ანუ მას შემდეგ რაც მაგიდაზე საერთო კარტები იდება, ის უკანასკნელი იღებს გადაწყვეტილებებს.
- ბანკროლი (Bankroll)
- ბანკროლი არის თანხა, რაც ზოგადად პოკერის სათამაშოდ გვაქვს გამოყოფილი.
გ
- გაგრძელებული ფსონი, კონტბეთი (Continuation Bet)
- თუ მოთამაშეს ინიციატივა ქონდა პრეფლოპზე, ფლოპზე ვერ გაძლიერდა, მაგრამ მაინც დებს ამ ინიციატივის ხარჯზე ასეთ ბლეფს, გაგრძელებული ფსონი ან კონტბეთი ეწოდება.
- გათშოტი (Gutshot)
- ორმხრივი სტრეიტ-დროს გაცილებით სუსტი ვარიანტია. ისიც გაძლევთ სტრეიტის გაკეტების შესაძლებლობას მაგრამ ორმხრივისგან განხვავებით შუაშია გაწყვეტილი და შესაბამისად 8 კარტის ნაცვლად 4 გვისრულებს კომბინაციას.
დ
- დრო (Draw)
- დაუსრულებელი პოკერის კომბინაცია, რომელსაც აკლია 1 ან რამდენიმე კარტი რათა გახდეს მზა ხელი.
თ
- თერნი (Turn)
- ვაჭრობის III რაუნდი, როდესაც მაგიდაზე მეოთხე საერთო კარტი იდება.
კ
- კარე (four of a Kind)
- კარე შედგება ერთი რანგის ოთხივე კარტისგან, თუ 2 მოთამაშეს ყავს კარე იგებს უფრო მაღალი, ანუ 2222-ს უგებს 9999, თუ შემთხვევით მაგიდაზე დაჯდა კარე მაშინ იგებს ის ვისაც უკეთესი კიკერი ყავს. მაგალითად მაგიდაზე დევს 3333Q თქვენ გყავთ: A7 ხოლო ოპონენტს:…
- კიკერი (Kicker)
- კარტი, რომელიც წყვილის შემადგენელ კარტთან ერთად გვიკავია, ანუ თუ თქვენ გყავთ AK და ოპონენტს AQ, ხოლო მაგიდაზე დევს A მაშინ თქვენი კიკერია K და ოპონენტის Q. ამ შემთხვევაში თქვენ მოიგებთ, რადგან პაპა უფრო მაღალი რანგის კარტია ვიდრე ქალი.
მ
- მათემატიკური ლოდინი, Expected Value (EV)
- მოსალოდნელი მოგების ან წაგების რიცხვითი მნიშვნელობა. დაწვრილებით სტატიაში Outs, Odds and Pot Odds(აუტსები, ოდდსები და პოტ ოდსები)
- მაკი (muck)
- მაკი ქვია ქმედებას, როდესაც მოთამაშე მალავს საკუთარ მოგებულ ან წაგებულ კარტს დარიგების დამთავრების შემდეგ.
- მონსტრი-დრო
- უწოდებენ ისეთ დროს რომელსაც შესაძლებლობა აქვს გახდეს როგორც ფლეში ასევე სტრეიტი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ 15 კარტი გვაწყობს დასტიდან 9 რომელიც ფლეშს გაგვიკეთებს და 6 რომელიც სტრეიტს. სტრეიტს საჭირო კარტები იმიტომ მოაკლდა რომ რაც სტრეიტის მაგალითში…
ო
- ოდსები(Odds)
- ოდსები არის ჩვენთვის არასასიკეთო კარტების შეფარდება სასიკეთოსთან. სტრეიტ-დროს შემთხვევაში ჩვენი ოდსები მიახლოებით 5:1 თანაა რადგან ფლოპის ამოსვლის შემდეგ დასტაში დარჩენილია 47 კარტი, ამ 47-დან ჩვენ კომბინაციას გვიმთავრებს 8. შესაბამისად ოდსები…
- ოლინი (All in)
- მაგიდაზე მქონე მთლიანი თანხის დადება.
- ორმაგი გათშოტი (Double Belly Buster)
- იგივე ორი გათშოტია ან უფრო ზუსტად ერთდროულად ორი გათშოტი. ამ მაგალითში ნებისმიერი ცხრიანი და პაპა ასრულებს სტრეიტს, შესაბამისად 8 აუტსი გყავთ.
- ორმხრივი სტრეიტ-დრო (OESD-Open Ended Straight Draw)
- თუ თქვენ შეგიძლიათ ორი საკუთარი და 3 ფლოპის კარტებისგან შექმნათ ოთხკარტიანი მიმდევრობა, მაშინ თქვენ ორმხრივი სტრეიტ-დრო გყავთ. რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ დასასრულებელი სტრეიტი გყავთ, რომელსაც 1 კარტი აკლია რომელიმე მხრიდან, რომ სტრეიტად იქცეს.
პ
- პატარა ბლაინდი (Small Blind)
- პოზიცია პოკერის მაგიდაზე, ყოველთვის ზის კარტის დამრიგბლის გვერდით და კარტის უნახავად დებს წინასწარ დათქმული ფსონის ნახევარს, მანამ სანამ კარტი დარიგდება.
- პოსტფლოპი (Postflop)
- მაგიდაზე საერთო კარტების დადების შემდეგ, ვაჭრობის ყველა რაუნდს (II,III,IV) პოსტფლოპი ეწოდება.
- პოტ ოდსები (Pot Odds)
- არის სავარაუდო მოგების შეფარდება, ოპონენტის ფსონთან. ანუ მიმდინარე ბანკი+ოპონენტის ფსონი/ოპონენტის ფსონი. მაგალითი: რივერზე ბანკში დევს 16$, ჩვენი ოპონენტი აკეთებს 8$-იან ფსონს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ 8$ ქოლისთვის (Call) და შესაძლებლობისთვის, რომ…
- პრეფლოპი (Preflop)
- ვაჭრობის I რაუნდი, როდესაც მაგიდაზე საერთო კარტები არ დევს. ანუ მოთამაშეები ვაჭრობენ მხოლოდ საკუთარი დახურული კარტების საშუალებით.
რ
- რეიზი (Raise)
- ფსონის გაზრდას რეიზი ეწოდება, ხოლო თუ ოპონენტმა გააკეთა რეიზი და თქვენ კიდევ გინდათ რომ გადაზარდოთ ასეთ აქციას რირეიზი (Reraise).
- რივერი (River)
- ვაჭრობის IV რაუნდი, როდესაც მაგიდაზე მეხუთე და უკანსკნელი საერთო კარტი იდება.
ს
- სეტი (Set)
- სეტი შედგება 3 ერთნაირი რანგის კარტისგან. ოღონდ სამი ერთნაირი რანგის კარტს სეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწოდება, თუ ორი მათგანი ხელში გიჭირავთ. მაგალითად: ხელში გყავთ 77 და მაგიდაზე დევს 7-იანი ასეთ შემთხვევაში თქვენ სეტი გყავთ. ძლიერი სეტი უგებს…
- სლოუფლეი (Slowplay)
- ყოველთვის როცა კომბინაციას ათამაშებთ იმაზე სუსტად, ვიდრე მას რეალური ძალა აქვს, თქვენ სლოუფლეის აკეთებთ. ანუ ნელა, მდორედ ცდილობთ ძლიერი კომბინაციის გათამაშებას და სისუსტის დემონსტრირებას ახდენთ იმისთვის რომ ოპონენტმა გადაჭარბებით შეაფასოს საკუთარი…
- სტეკი (Stack)
- სტეკი არის თანხა რაც უშუალოდ მაგიდაზე გვაქვს.
- სტრეიტი (Straight)
- სტრეიტი არის კომბინაცია რომელიც შედგება 5 მიმდევრობით დალაგებული კარტისგან მაგ. 56789
- სტრეიტ ფლეში (Straight Flush)
- სტრეიტ ფლეში სიძლიერით მეორე კომბინაციაა პოკერში. თუ ერთი ფერის სტრეიტი გყავთ მაგალითად ყვავების მაშინ თქვენ ძალიან ძლიერი კომბინაცია გიჭირავთ ხელში. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს სტრეიტ ფლეში იგებს ის რომლის სტრეიტიც უფრო ძლიერია.
ფ
- ფლეშ-დრო (Flush Draw)
- თუ ფლოპზე ოთხი ერთი ფერის კარტი გყავთ მაშინ ხელში ფლეშ-დრო გიჭირავთ. თქვენ იგივე ფერის ერთი კარტი გაკლიათ რომ ფლეში გააკეთოთ, როგორც ავღნიშნეთ ასეთი 9 კარტია დასტაში, რადგან დასტაში სულ ერთი ფერის 13 კარტია აქიდან 4 ვიცით, დარჩა 9 რომლიდანაც…
- ფლეში (Flush)
- ფლეში ეს არის კომბინაცია პოკერში, რომელიც შედგება 5 ერთნაირი ფერისგან, მაგ. 5 ცალი ჯვარი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფლეში გამარჯვებული მაღალი კარტის პრინციპით ვლინდება.
- ფლოპი (Flop)
- ვაჭრობის II რაუნდი, როდესაც მაგიდაზე სამი საერთო კარტი იდება.
- ფოლდი (Fold)
- კარტის დაყრა.
- ფულ ჰაუსი (Full House)
- ფულ ჰაუსი არის კომბინაცია პოკერში, რომელიც შედგება ტრიპლეტისა და წყვილისგან. მაგ.: AAA66
ქ
- ქოლი (Call)
- ოპონენტის ფსონის გათანაბრებას. ქოლი (Call) ეწოდება.
შ
- შოუდაუნი (Showdown)
- შოუდაუნი ეწოდება სიტუაციას, როდესაც თანაბრდება ფსონები ვაჭრობის ბოლო მეოთხე რაუნდში, ანუ სრულდება ის და კარტები იშლება, რათა გაირკვეს ვის უფრო ძლიერი კომბინაცია ყავს. კარტების გაშლას შოუდაუნი ეწოდება. საზოგადოდ პირველი კარტს შოუდაუნზე ის მოთამაშე…
ჩ
- ჩექი (Check)
- ჩექი ნიშნავს იგივე ფსონის დატოვებას, ანუ სხვა მოთამაშაზე სვლის გადასვლას ფსონის გაუზრდელად, ჩექის საშუალება მაშინ გაქვთ თუ თქვენამდე ოპონენტებს არ გაუზრდიათ ბანკი ვაჭრობის მოცემულ რაუნდში.
