GeoPoker.ge

 
 
GeoPoker.ge: სტრატეგია
 
 

ამ სტატიაში:

  • რატომ ვდებთ?
  • რატომ არ ღირს ხანდახან დადება?
  • როდის აქვს აზრი ბლეფს?

შესავალი

ულიმიტო ჰოლდემი - ეს დინამიური, სტიტუაციაზე დამოკიდებული თამაშია. თქვენი გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე ფაქტორს: რა ხდებოდა პრეფლოპზე, რა კარტები დაიდო მაგიდაზე და ვინ არიან თქვენი ოპონენტები.

მოცემულ სტატიაში პოსტფლოპზე თამაშს ჩვენ ოდნავ სხვა კუთხით განვიხილავთ. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რატომ ჯობია კონკრეტულ სიტუაციებში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

თქვენ გაეცნობით პოსტფლოპზე თამაშის ძირითად კონცეფციებს, რაც დაგეხმარებათ თავად გადაწყვიტოთ როგორ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში.

ამ სტატიის შესწავლის შემდეგ, თქვენ უნდა შეგეძლოთ პასუხი გასცეთ იმ შეკითხვას რომელიც იბადება ყოველ სათამაშო სიტუაციაში "რა არის ჩემი მიზანი ამ დარიგებაში და როგორ მივაღწიო მას?"

ეს სტატია გააღრმავებს თქვენს ცოდნას, უფრო ახლოს გაიცნობთ პოკერის მათემატიკას და დაგანახებთ თუ რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს თქვენი ხელის სიძლიერე სიტუაციიდან გამომდინარე.

რატომ ვდებთ?

ულიმიტო ჰოლდემში იმარჯვებენ აგრესიული, მაგრამ დაფიქრებული მოთამაშეები, რომელთაც ძალუძთ თავისი აგრესიულობა საჭირო მიმართულებით წარმართონ, ყოველ ფსონს და ყოველ რეიზს თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს.

მოგების მაქსიმიზაცია

დავიწყოთ ყველაზე თვალსაჩინო წინაპირობით რომელსაც ფსონის დადება უნდა მოყვეს: თქვენ ძლიერი კომბინაცია გყავთ. მიზანი მარტივია: თქვენ გინდათ გაზარდოთ ბანკის რაოდენობა, რათა უფრო მეტი მოიგოთ. თქვენ გინდათ, რომ მოთამაშეებმა რომელთაც უფრო სუსტი კომბინაციები ყავთ გააგრძელონ დარიგებაში მონაწილეობა, თქვენ ცდილობთ მოგების მაქსიმიზაციას თქვენ დებთ ველიუსთვის (Value Bet - ფსონის გაკეთება მოგების მაქსიმიზაციის მიზნით)

ეს უმარტივესი პრინციპი ზოგჯერ არასწორად ესმით. განვიხილოთ კლასიკური შეცდომა. რივერზე თქვენ მზა მაგრამ არც ისე ძლიერი ხელი გყავთ და თქვენ ფიქრობთ "არა ოპონენტს ნაღდად არაფერი ყავს". თქვენ დებთ და ოპონენტი ასწორებს თქვენს ფსონს, კარტის გაშლის შემდეგ ანუ შოუდაუნზე აღმოჩნდება, რომ მას დიდი არაფერი მაგრამ თქვენზე ძლიერი კომბინაცია ყავდა.

თუ თქვენ ისეთი ხელი გყავთ, რომელსაც ხანდახან შეუძლია მოიგოს შოუდაუნზე (ან წააგოს კიდეც) და ასევე თქვენ გაქვთ იმის საშუალება რომ შოუდაუნამდე უფასოდ მიხვიდეთ გამოიყენეთ ეს შანსი და ნუ გააკეთებთ ზედმეტ ფსონს.

საქმე იმაში კი არ არის გჯერათ თუ არა თქვენ, რომ თქვენი ხელი ოპონენტისას ჯობია. საქმე ეხება პასუხს შეკითხვაზე: როგორ ხელებს გადაყრის ოპონენტი თქვენი ფსონის შემდეგ და როგორი კომბინაციებით მიიღებს ის მსგავს ფსონებს?

დავუშვათ, რომ თქვენს ოპონენტს 80% შემთხვევებში ეყოლება უარესი კომბინაცია, ხოლო შესაბამისად 20%-ში უკეთესი. ასეთ შემთხვევაში დადებას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ რა მოხდება თუ 80% შემთხვევებში ოპონენტი დაყრის უარეს კომბინაციას და 20% შემთხვევებში, ანუ როცა გიგებთ არ დაყრის? ასეთ შემთხვევაში თქვენი ფსონი არა მოგების არამედ წაგების მაქსიმიზაციას მოახდენს.

ბლეფი (Bluff)

თქვენი ფსონის კიდევ ერთი მიზანი შეიძლება იყოს ბლეფი, თქვენ ცდილობთ ოპონენტმა გადააგდოს უკეთესი ხელი და ბანკი თქვენ დაგრჩეთ.

დაბალ ლიმიტებზე ხშირად შეხვდებით "ბლეფს ბნელ გვირაბში". მოთამაშეები დებენ და დებენ თან ისე რომ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რატომ დებენ და რა მოხდება ვაჭრობის შემდგომ რაუნდებზე, უმოწყალოდ ფლანგავენ ფულს. ბლეფისას ფსონები და რეიზები კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებულები ხართ რომ ოპონენტი დაწვება.

ყოველთვის, როცა ბლეფის ვარიანტის განხილვას დაიწყებთ იხელმძღვანელეთ 5 წესით:

  1. იბლეფეთ მხოლოდ პატარა ბანკებში
  2. გქონდეთ "გეგმა ბ" იმ შემთხვევისთვის თუ ბლეფი არ გაამართლებს
  3. იბლეფეთ მხოლოდ ისეთი ოპონენტების წინააღმდეგ, რომელთაც იციან დაწოლა
  4. არ იბლეფოთ ბევრი ოპონენტის წინააღმდეგ
  5. იბლეფეთ მხოლოდ მაშინ როცა არაფერი არ გყავთ და თვლით რომ არც ოპონენტებს უნდა ყავდეთ რამე

თუ თქვენ რივერზე აღმოჩნდებით სიტუაციაში, როცა ვაჭრობის წინა რაუნდებზე ბლეფობდით, მაგრამ ოპონენტს ამის და მიუხედავად მაინც არ უნდა ბანკიდან გასვლა, დანებდით. არასდროს არ იბლეფოთ უბრალოდ ბლეფის გამო.

თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ "გეგმა ბ". როგორც ნათქვამია ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში რომელიც პოკერზე გადაიღეს "შულერები (Rounders)": "თუ პოკერის მოთამაშე ხართ, ყოველთვის ღია გქონდეთ უკანა კარები". თქვენი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება თუ იბლეფებთ როცა დრო-ხელი გყავთ, ვიდრე კომბინაცია რომელსაც გაძლიერების შანსი არ აქვს. დრო-ხელით ბლეფს ნახევარბლეფი ეწოდება და შემდგომ განვიხილავთ.

"დავდებ და მერე ვნახავ" გეგმა არ არის. იბლეფეთ პატარა ბანკებში, ცოტა მოთამაშის წინააღმდეგ (მაქსიმუმ 2) და ბლეფისთვის საჭირო მაგიდაზე. მაგიდის კარტები ერთის მხრივ საშუალებას უნდა გაძლევდეთ ძლიერი ხელის იმიტაცია მოახდინოთ და მეორეს მხრივ ისე უნდა იყვნენ კოორდინებულნი ერთმანეთთან, რომ ოპონენტს არ აძლევდეს სათამაშო კომბინაციას.

მაგიდის კარტები რომელთაც 1 ხვრელი აქვთ (მაგ. 679) და გადაბმულები არიან (მაგ. 89T) არ გამოდგება ბლეფისთვის, ხოლო მაგიდაზე თუ ტუზი ან პაპა დევს ორი პატარა კარტით რომლებიც კოორდინაციაში ვერ მოდიან ერთმანეთთან, იდეალურია ბლეფისთვის.

თქვენ ისეთი ხელის დემონსტრირება უნდა მოახდინოთ, რომელთანაც ოპონენტს ძალიან მცირე შანსები აქვს. ასევე ბლეფს აზრი არ აქვს თუ ოპონენტმა არ იცის როდის დაწვეს.

მაგალითი 1 - ბლეფისთვის კარგი სიტუაცია

კლასიკური მაგალითი ე.წ. გაგრძელებული ფსონის (Continuation Bet - თუ მოთამაშეს ინიციატივა ქონდა პრეფლოპზე, ფლოპზე ვერ გაძლიერდა, მაგრამ მაინც დებს ამ ინიციატივის ხარჯზე) ძალიან ცოტა ხელები, რომლებითაც პრეფლოპზე ქოლს გააკეთებდნენ თქვენი ოპონენტები, გაძლიერდებოდნენ ამ ფლოპის შემდეგ. თქვენ კი ძალიან დამაჯერებლად შეგიძლიათ მოახდინოთ ტუზების წყვილის იმიტირება. თუ მათ არ ყავთ 3 დარჩენილი ტუზიდან რომელიმე, ძალიან გაუჭირდებათ დარიგებაში მონაწილეობის გაგრძელება.

მაგალითი 2 - ბლეფისთვის ცუდი სიტუაცია

მაგიდის კარტები გულისხმობენ ძალიან ბევრ დრო-ხელს. ისინი ესადაგებიან ძალიან ბევრ ხელს, რომლებითაც ოპონენტებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ქოლი პრეფლოპზე. ასევე თქვენ არ შეგიძლიათ იმიტირება გაუკეთოთ რაღაც ძალიან ძლიერ კომბინციას. ძალიან ფრთხილი ოპონენტების წინააღმდეგ შეიძლება გაგრძელებული ფსონის დადებაზე ფიქრი, მაგრამ გახსოვდეთ მსგავს მაგიდაზე ძალიან გაგიჭირდებათ აიძულოთ ოპონენტები, რომ დაწვნენ.

დაცვა

მზა ხელი ყოველთვის მონსტრი არ არის. ხშირად ცხადი გახდება რომ თქვენ თქვენი კომბინაციით წინ ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ოპონენტები იმედოვნებენ, რომ დაგეწიონ და გაგასწრონ თერნზე, ან რივერზე მაინც.

თქვენმა ოპონენტებმა შეიძლება "გადაგასწრონ", თუ მათთვის საჭირო კარტი ამოვა თერნზე ან რივერზე. რაც უფრო მაღალია მსგავსი კარტის მოსვლის ალბათობა მით უფრო ძლიერად უნდა დაიცვათ საკუთარი ხელი.

დაცვა იმას გულისხმობს, რომ თქვენ თქვენი ფსონით, შემდგომ ამოსასვლელ კარტს ხდით ძალიან ძვირს, იმისთვის რომ მისთვის გადაიხადონ. თუ ოპონენტს დრო-ხელი ყავს, რომლითაც შეუძლია "გადაგასწროთ" უნდა ეცადოთ, რომ იმაზე მეტი გადაიხადოს ვიდრე მას სურს.

დასკვნა: თუ თქვენ კარგი მზა ხელი გყავთ, მაგრამ ოპონენტს შეიძლება სხვადასხვანაირი დრო-ხელი ყავდეს, დაიცავით თქვენი მზა ხელი.

ეს თემა მჭიდროდ არის მიბმული ტეხასური ჰოლდემის მათემატიკურ საფუძვლებს, რომლებსაც შემდეგ სტატიაში გაეცნობით.

მაგალითი 3 - დაცვა

ფლოპი, რომელსაც წინა მაგალითში ბლეფისთვის უვარგისი ვუწოდეთ, ახლა არის ფლოპი რომელზეც აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი მზა ხელი. შესაძლებელია ბევრნაირი დრო-ხელი. ოპონენტებს შეიძლება ყავდეთ ფლეშ-დრო, სტრეიტ-დრო, წყვილი და გათშოტი. თქვენ უნდა დადოთ, რათა ძვირი გახადოთ შემდეგი კარტი ოპონენტებისთვის.

ინფორმაცია

ფსონის გაკეთების მეოთხე მიზეზი შეიძლება იყოს ინფორმაცია. თქვენ დებთ, რათა გაიგოთ სად იმყოფებით და წაგების მინიმიზაცია მოახდინოთ ვაჭრობის შემდგომ რაუნდებზე.

დავუშვათ, რომ ფლოპზე სამი ოპონენტი გყავთ. პრეფლოპზე რეიზი არავის გაუკეთებია და ფლოპმა თქვენ მოგცათ დასტაში შუათანა, მაგრამ მოცემულ მომენტში უმაღლესი წყვილი საშუალო კიკერით, მაგალითად 9Q 829 ფლოპზე. ინიციატივა არავის აქვს, რადგან რეიზი არ ყოფილა, ხოლო როცა თქვენი ჯერი მოვა აუცილებლად უნდა დადოთ.

ამ ფსონით თქვენ სამ კურდღელს კლავთ:

  • შეიძლება უარესმა ხელმა მიიღოს ფსონი და თქვენ ნახავთ მოგებას.
  • ალბათ არის ხელები რომლებმაც შეიძლება გადაგასწრონ და თქვენ იცავთ ხელს.
  • თუ ვინმე რეიზს გააკეთებს წყნარად შეგიძლიათ დაწვეთ, დიდი ალბათობით საკმაოდ უკან ხართ.

თუ ამ სიტუაციაში არ დადებდით, თქვენ ვერ დაიცავდით საკუთარ ხელს, ვერ ნახავდით მოგებას უარესი კომბინაციებიდან დაბოლოს წარმოდგენა არ გექნებოდათ სად იმყოფებით, თუ შემდგომ ვინმე დადებდა.

ყოველთვის ღირს დადება?

არსებობს უამრავი მიზეზი, როცა არ ღირს ფსონის გაკეთება. ყველაზე მარტივია, როცა აბსოლუტურად არაფერი არ გვყავს და ბლეფისთვისაც არ არის შესაბამისი პირობები, მაგრამ ახლა 3 ძირითად მიზეზზე ვისაუბრებთ, ესენია: ბანკის კონტროლი, ბლეფის პროვოცირება და სლოუფლეი (Slowplay განმარტება ქვემოთ)

ბანკის კონტროლი

ფლოპზე უკვე დაახლოებით იცით, თუ რა რაოდენობის ბანკის მოგებაზე შეგიძლიათ იბრძოლოთ ისეთი ხელით როგორიც გყავთ. თუ მონსტრი ხელი გყავთ მაშინ დიდი ბანკის მოგებას შეეცდებით და ყველა ხერხს მიმართავთ რათა მთლიან სტეკზე ეთამაშოთ ოპონენტს, ხოლო თუ თქვენ სუსტი კომბინაცია გყავთ მაშინ არ ცდილობთ ბანკის გაზრდას და გირჩევნიათ პატარა ბანკისთვის იბრძოლოთ.

მიღებულია რომ: დიდი ბანკები დიდი ხელებისთვისაა და პატარა ბანკები სუსტი კომბინაციებისთვის. თუ თქვენ სუსტი ხელი გყავთ, ტაკტიკური მიზანია ბანკის გაზრდის შეფერხება. არ უნდა ეცადოთ ტოპ წყვილით მთლიან სტეკზე თამაშს. საშუალო სიძლიერის ტოპ წყვილით თქვენი მიზანია იაფად, დიდი ფსონების გარეშე მიხვიდეთ შოუდაუნამდე. სადაც თქვენ დიდი ალბათობით მოიგებთ.

ამას ქვია ბანკის კონტროლი. ბანკის კონტროლის კარგი მაგალითია შემდეგი სტანდარტული სათამაშო სვლები: თქვენ აკეთებთ რეიზს პრეფლოპზე ოპონენტი ათანაბრებს თქვენს რეიზს. თქვენ ხართ პოზიციაში, დავუშვად ბათონზე ზიხართ, ოპონენტი კი დიდ ბლაინდზე. ფლოპზე ტოპ წყვილი მოგივიდათ, ოპონენტი აკეთებს ჩეკს, თქვენ დებთ ის კვლავ ათანაბრებს. თერნზე ისეთი კარტი ამოდის რომელსაც ძნელად შეუძლია რამის შეცვლა, ოპონენტი კვლავ ჩეკს აკეთებს, თქვენც ჩეკს ამბობთ საპასუხოდ, რივერზე ოპონენტი დებს და თქვენ ათანაბრებთ.

მაგალითი 4 ბანკის კონტროლი

ხელის გათამაშების ასეთ მანერას მაშინ აქვს აზრი, როცა მაგიდაზე დრო-ხელების ალბათობა ძალიან მცირეა და თერნზე მათგან დაცვა არ არის საჭირო, ცხადია პოზიციაშიც უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია მსგავსი გათამაშება.

თერნზე საპასუხო ჩეკის მერე შემდეგი რამ ხდება:

  • თუ ოპონენტს თქვენზე ძლიერი ხელი ყავს, მასთან ნაკლებ ფულს წააგებთ, რადგან პატარა ბანკს დატოვებთ.
  • თუ თქვენს ოპონენტს თქვენზე უარესი ხელი ყავს, მაგალითად: გათშოტი, ტუზების წყვილი ძალიან სუსტი კიკერით, რვიანების წყვილი ან რაიმე სხვა ჯიბის წყვილი, ამ ხელების უმრავლესობას ის გადაყრის თუ თერნზე დადებთ. თქვენი ჩეკით თერნზე სისუსტის სიგნალს იძლევით და დიდი ალბათობით ის დადებს რივერზე ზემოთხსენებული ხელებით ან უბრალოდ იბლეფებს. ხოლო თუ ჩეკს გააკეთებს რივერზეც, შეიძლება თქვენს მიერ დადებული ველიუ ფსონიც გაათანაბროს, რადგან ნახოს შოუდაუნი.

ბანკის კონტროლი პოზიციაში ყოფნისას გაცილებით ადვილია, ვიდრე მაშინ როცა გარე პოზიციაში ხართ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ გვინდა რომ ყოველთვის პოზიციაში ვიყოთ.

ბანკის კონტროლი დაცვის საპირისპირო ქმედებაა. შეგახსენებთ: ხელის დაცვა გულისხმობს, რომ თქვენ აიძულებთ ოპონენტსებს რაც შეიძლება მეტი გადაიხადონ შემდეგ კარტში. მაგრამ ხშირად ხდება, როცა ისეთი ხელი გყავთ რომ ძალიან გინდათ შოუდაუნამდე მისვლა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ამასთან თქვენი ხელი უსუსურია თუ მაგიდა არ გვიწყობს ხელს და ბევრი დრო-ხელების ალბათობაა, ასეთ შემთხვევაში ხელი უნდა დავიცვათ ხოლო რამდენად ღირს მარგინალური ხელებით ბანკის გაზრდა ეს რთული საკითხია და ცალკე სტატიას საჭიროებს. ახლა კი მოვიყვანოთ ბანკის კონტროლის ორი კლასიკური მაგალითი.

ფსონი ფლოპზე, საპასუხო ჩეკი თერნზე, ქოლი რივერზე

გათამაშების ამ ხაზს უკვე გაეცანით. თქვენ მას მაშინ იყენებთ როდესაც "'მშრალ" მაგიდაზე წყვილი გყავთ. ასევე სასურველია, რომ პრეფლოპზე აგრესიული თამაში უძღვოდეს წინ, ხელის მსგავს გათამაშებას.

რაც უფრო იზრდება დრო-ხელის ალბათობა თერნზე, მით უფრო აქტიურად უნდა დაიწყოთ განმეორებით ფსონზე ფიქრი. ხოლო თუ თქვენ თვლით, რომ ოპონენტს სუსტი ხელი ყავს, გაძლიერების დაბალი შანსებით. გააკეთეთ საპასუხო ჩექი და მიიღეთ ოპონენტის ფსონი რივერზე.

ფსონი თერნზე, უფასო შოუდაუნისთვის

გათამაშების ამ ხაზს ფესვები ლიმიტირებულ ჰოლდემში აქვს. იმის მაგივრად რომ ჩეკი გავაკეთოთ თერნზე და გავათანაბროთ რივერის ფსონი ან თავად დავდოთ რივერზე, თქვენ განმეორებით ფსონს აკეთებთ თერნზე და შემდეგ საპასუხო ჩეკს რივერზე, ამით მიიღებთ უფასო შოუდაუნს.

გათამაშების ამ ხაზის უპირატესობა ისაა, რომ თერნზე თქვენ იყენებთ უკანასკნელ შანსს მოგების მაქსიმიზაცია მოახდინოთ თუ ოპონენტს დრო-ხელი ყავს (მაგ. გათშოტი) და ასევე შესაძლებელია ოპონენტმა თქვენზე ძლიერი ხელიც კი გადაყაროს. ჩეკი თერნზე ოპონენტის პროვოცირებას ახდენს იბლეფოს რივერზე, მაგრამ ხანდახან თქვენ სულ სხვა რამით ხართ დაინტერესებულნი.

თუ შესაძლებელია რომ ოპონენტს დრო-ხელი ყავდეს თერნზე, გააკეთეთ ფსონი და საპასუხო ჩექი რივერისთვის გადადეთ.

მაგალითი 5 - ფსონი უფასო შოუდაუნისთვის

ფსონს მაშინ აქვს აზრი როცა იმყოფებით გარე პოზიციაში ან არ გინდათ უფასო კარტის მიცემა ოპონენტისთვის. ამ მაგალითში თერნზე გული ამოვიდა რამაც შესაძლოა ოპონენტს ფლეშ-დრო დაუსრულა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ოპონენტს ყოველთვის არ ეყოლება ფლეში. მიუხედავად ამისა ნებისმიერი გული ხელში მას უკვე ფლეშ-დროს აძლევს და უნდა დავდოთ რათა დავიცვათ საკუთარი ხელი.

თქვენ არ გაქვთ სურვილი ოპონენტის ბლეფზე პროვოცირება მოახდინოთ, რადგან ასეთ მაგიდაზე არ გსურთ მიიღოთ რივერზე გაკეთებული ოპონენტის ფსონი და იმარჩიელოთ რა შეიძლება ყავდეს მას.

თუ ოპონენტმა რეიზი გააკეთა უნდა იმსჯელოთ იქიდან გამომდინარე რომ უკვე გადაგასწრეს და გადაყაროთ კარტი. იგივე ხაზი იმუშავებდა თერნზე გულის მაგივრად, მაგალითად ათიან ჯვარი რომ ამოსულიყო. თერნზე რეიზის შემდეგ წყნარად შეგიძლიათ დაწვეთ, თუ დარწმუნებულები არ ხართ რომ ოპონენტი ბლეფობს, მაგრამ ამისთვის ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ ოპონენტს, ხშირად უნდა გყავდეთ შემჩნეული მსგავს ქმედებებში. მოკლედ როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში ავღნიშნეთ პოკერის კარიერის დასაწყისში მარტივი პოკერის თამაში ჯობია, რადგან დაბალ ლიმიტებზე ძალიან ცოტაა მოთამაშე, რომელიც მსგავს მაღალი დონის ბლეფს გააკეთებს და რეიზის მერე უმეტეს შემთხვევებში თქვენზე ბევრად ძლიერი ხელი ეყოლება.

გადადებული გაგრძელებული ფსონი

ყოველთვის როცა პრეფლოპზე რეიზს აკეთებთ, თამაშობთ როგორც პრეფლოპ აგრესორი ანუ გაქვთ ინიციატივა, ასეთ შემთხვევაში პოსტფლოპზე გაქვთ საშუალება გამოიყენოთ ე.წ. გაგრძელებული ფსონი. თქვენი რეიზი პრეფლოპზე იმას მიანიშნებს, რომ ძლიერი საწყისი ხელი გყავთ, შესაბამისად თუ გააგრძელებთ დადებას ფლოპზე ოპონენტები ხშირად დაწვებიან არაფერიც რომ არ გყავდეთ.

მაგრამ ყოველთვის როცა პრეფლოპზე ინიციატივას მოიპოვებთ ფლოპზე დადება არც ისე ჭკვიანურია. თუ თქვენს ოპონენტს არ უყვარს მყისვე დაწოლა, თუ შესაძლებელია რომ მაგიდის კარტები მას დახმარებოდნენ, მაშინ არ ღირს ფლოპზე დადება. თუ თქვენს ხელს შეუძლია ხანდახან მაინც მოიგოს შოუდაუნზე, მაშინ დადეთ თერნზე თუ უსაფრთხო, ან ისეთი კარტი ამოვა რომელიც გაგაძლიერებთ.

როცა პრეფლოპ აგრესორი ხართ თქვენ შეგიძლიათ შეტევაზე გადახვიდეთ ბევრნაირი ფლოპის დროს, მაგრამ არა ყველანაირ ფლოპზე.

კარგი ფლოპის მაგალითები

ერთი მაღალი კარტი

ტუზი და კიდევ ერთი ნახატიანი

წყვილი

როგორც ხედავთ, კარგი ფლოპი გაგრძელებული ფსონისთვის გულისხმობს რომ ის არ გააძლიერებდა ოპონენტს და საეროდ გააძლიერებდა ცოტა საწყის ხელებს. ფლოპზე ძალიან ცოტა დრო-ხელი და იმის შესაძლებლობაა, რომ ოპონენტს მონსტრი ხელი ყავდეს. კარგ ფლოპზე შეგიძლიათ ძლიერი ხელის იმიტაცია მოახდინოთ, ასევე ოპონენტს იშვიათად ეყოლება ისეთი ხელი რომ გაშიფროს თქვენი ბლეფი მაშინაც კი თუ დარწმუნებულია რომ ბლეფობთ.

ცუდი ფლოპის მაგალითები

გადაბმული

გადაბმული ერთი წყვეტით

კოორდინირებული მაგიდა

სამივე შემთხვევაში მაგიდა ძალიან საშიშია, გაგრძელებული ფსონის განხილვა მხოლოდ ერთი ოპონენტის წინააღმდეგ შეიძლება.

მაგალითი 6 გაგრძელებული ფსონის გარეშე

ასეთ ფლოპზე ჯობია ჩექი გააკეთოთ. თუ ორივე თქვენი ოპონენტი ძალიან პასიური არ არის და ცდილობს სულ კარგ კარტს დაელოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს სიტუაციაში გაგრძელებული ფსონი, გრძელ დისტანციაზე წაგებაში წაგიყვანთ. ძალიან ბევრი საწყისი ხელი მოუხდებოდა ამ ფლოპს, ხოლო თქვენ დიდი ვერაფრის იმიტაციას ვერ მოახდენთ. იმის ალბათობა, რომ ორივე ოპონენტი დაწვება ძალიან მცირეა. ხოლო თუ თერნზე პაპა ან ტუზი ამოვა ოღონდ ყვავის არა, ყოველთვის მოასწრებთ დადებას.

მაგალითი 7 გაგრძელებული ფსონი ორი ოპონენტის წინააღმდეგ

ეს ზღვრული შემთხვევაა. თუ ერთ ოპონენტზე მაინც ხვდებით რომ მსგავს სიტუაციებში ფლოპზე დაწოლა არ უყვარს, ჯობია არ დადოთ, ხოლო თუ მსგავსი წარმოდგენები არ გაქვთ ან თვლით რომ ორივე შეიძლება დაწვეს, მაშინ ცხადია დადება ჯობია. ფლოპი არც თუ ისე ცუდად გამოიყურება და თქვენც გაქვთ რამდენიმე აუტსი (3 პაპა და 3 ტუზი) გეგმა ბ-სთვის.

ბლეფის პროვოცირება და სლოუფლეი (Slowplay)

თქვენ უკვე იცნობთ გათამაშების მსგავს ხაზს "ფსონი ფლოპზე, ჩექი თერნზე, ქოლი რივერზე". ის როგორც ავღნიშნეთ ბანკის კონტროლისთვის გამოიყენება. მაგრამ ასევე ის გამოიყენება ოპონენტის ბლეფზე პროვოცირებისთვის.

თერნზე ჩექის გაკეთებით, თქვენ სისუსტის დემონსტრირებას ახდენთ. ოპონენტი იფიქრებს, რომ თქვენი ფსონი ფლოპზე, ტიპიური გაგრძელებული ფსონი იყო და თერნზე უკვე დანებდით. ზუსტად მსგავსი მსჯელობის შედეგად ბლეფობს ხალხი რივერზე "ნამდვილად არაფერი არ ყავს" გაიფიქრებენ ხოლმე და მიდიან ბლეფზე.

ყოველთვის როცა კომბინაციას ათამაშებთ იმაზე სუსტად, ვიდრე მას რეალური ძალა აქვს, თქვენ სლოუფლეის აკეთებთ. ანუ ნელა, მდორედ ცდილობთ ძლიერი კომბინაციის გათამაშებას და სისუსტის დემონსტრირებას ახდენთ.

სისუსტის დემონსტრირებით ოპონენტებს აიძულებთ საკუთარი ხელები გადაჭარბებით შეაფასონ და შესაბამისად შეცდომები დაუშვან. ჩექით ან უბრალოდ გათანაბრებით თქვენ მათ საშუალებას აძლევთ რომ ისე გაძლიერდნენ, რომ შემდეგ მეტი ფულის მოგება გახდეს შესაძლებელი. მაგალითად ფლოპზევე ფულ ჰაუსი გვყავს, ძალიან ცოტა ხელით გააგრძელებს ოპონენტი თამაშს, რადგან იმის ალბათობა, რომ მაგიდა მას დაეხმარა ძალიან დაბალია. ფსონის არ დადებით ჩვენ მას ვაძლევთ შანსს, რომ რაიმე სათამაშო კომბინაცია მაინც მიიღოს თერნზე ან რაიმე სისულელე ჩაიდინოს რივერზე.

სლოუფლეის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. მისი განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა არ არსებობს საკუთარი ხელის დაცვის წინაპირობა, ან საერთოდ არ გსურთ ხელის დაცვა, რადგან თქვენთვის აბსოლუტურად სულერთია რა ამოვა თერნზე ან რივერზე, რადგან ძალიან ძლიერი კომბინაცია გყავთ.

სლოუფლეი არ გამოიყენოთ რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ, სლოუფლეი არ გამოიყენოთ გადაბმულ მაგიდაზე, სლოუფლეი არ გამოიყენოთ პასიური მოთამაშეების წინააღმდეგ (ისინი თითქმის არასდროს დებენ). სლოუფელი გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნებულნი ხართ რომ ოპონენტი წამსვლელია ბლეფზე და შეუძლია გადაჭარბებით შეაფასოს საკუთარი ხელი.

ხშირად სლოუფლეი არც ისე მომგებიანი ალტერნატივაა. რაც შეეხება დაბალ ლიმიტებს, არსებობს წესი რომელიც ძალიან გამოგადგებათ ზემოთხსენებულ ლიმიტებზე სათამაშოდ: თქვენი ოპონენტები ძირითადად მიიღებენ თქვენს ფსონებს, ვიდრე თავად დადებენ. ამის მიზეზი კი ის ფაქტია, რომ დაბალ ლიმიტებზე ძირითადად პასიურად ათამაშებენ დიდი რაოდენობის საწყის ხელებს.

მაგალითი 8 სლოუფლეი - Slowplay

კარგი მაგალითია იმ სიტუაციის, როცა სლოუფლეის აზრი აქვს. ფლოპი აბსოლუტურად "მშრალია". ის გამოიყურება სრულიად უსაფრთხოდ და ასევე დევს ტუზი. ხელის დაცვას არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ ოპონენტის გაგრძელებული ფსონის წყნარად გათანაბრებაც შეიძლება, ყოველგვარი გადაზრდის გარეშე. თუმცა არც რეიზი იქნება შეცდომა, კარგი იქნება თუ საკუთარ მაგალითზე განსაზღვრავთ რა უფრო მომგებიანია ქოლი თუ პირდაპირ რეიზი. ჩემი აზრით თუ ბლეფში შემჩნეული არ ყავხართ, მაშინ დალოდება ჯობია და ის აუცილებლად კვლავაც დადებს.

მაგალითი 9 ნელა არასდროს გაათამაშოთ დაბალი ფლეში.

ამ მაგალითში თქვენ კი გყავთ ფლეში, საკმაოდ ძლიერი მზა ხელი, მაგრამ ოპონენტს მაღალი ყვავი რომ ეჭიროს, მას ფლეშ-დრო ყავს რომელსაც შეუძლია გადაგასწროთ. მზა დაბალი ფლეშით, თქვენ ყოველთვის შეტევაზე უნდა გადახვიდეთ და დაიცვათ საკუთარი ხელი. არც ოლინ სიტუაციის შექმნა მოგერიდოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში წინ იქნებით. პოკერში კი მთავარია გადაწყვეტილების მიღებისას ვინ არის წინ, რადგან შეიძლება ოპონენტს გაუმართლოს, მაგრამ სწორად თუ ითამაშებთ გრძელ დისტანციაზე დისპერსია დაიკლებს და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

რეზიუმე

სასურველია თუ პოსტფლოპზე თქვენი გადაწყვეტილებები შემდეგის ბალანსი იქნება:

... თქვენი ბუნებრივი სურვილის, რომ რაც შეიძლება მეტი მოიგოთ როცა წინ იმყოფებით.

... ლტოლვის, რათა ვაკონტროლოთ ბანკის ზრდა და ფასი რომელსაც ვიხდით შედარებით სუსტი კომბინაციებით.

... ლტოლვის, რომ რაც შეიძლება მეტი გადაიხადონ ოპონენტებმა შემდეგ მაგიდის კარტში, მაშინ როცა ჩვენს ხელს დაცვა სჭირდება


რაც უფრო სუსტია თქვენი ხელი, მით უფრო საჭიროა ბანკის კონტროლი. რაც უფრო ძლიერია ხელი, მით უფრო მნიშვნელოვანია მოგების მაქსიმიზაცია, ხოლო რაც უფრო საჭიროებს დაცვას თქვენი ხელი, მით უფრო უნდა დავიცვათ ის. ყველაფერი იმაზე მარტივია ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს.

როგორ გავათამაშოთ მზა კომბინაციები?

მზა-ხელების გათამაშება შედარებით ადვილია. თუ თვლით რომ საუკეთესო ხელი გყავთ, აკეთეთ ფსონები და გადაზარდეთ ბანკი. რაც უფრო სუსტია ხელი უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება იაფად მივიდეთ შოუდაუნამდე, ხოლო თუ ოპონენტი ძალიან აქტიურობს ჯობია გადავყაროთ კარტი.

რაც უფრო მეტი ოპონენტი გყავთ მით უფრო ძლიერი უნდა იყოს თქვენი ხელი. თუ პრეფლოპზე რეიზი არ ყოფილა ან ოპონენტის რეიზი გაქვთ გათანაბრებული, ბევრად ძლიერი ხელი გჭირდებათ დიდი ბანკის გათამაშებისას.

სლოუფლეი გამოიყენეთ მხოლოდ ძალიან ძლიერი ხელებით, თუ მაგიდაზე ბევრი დრო-ხელია შესაძლებელი არ მისცეთ ოპონენტებს უფასოდ ნახონ შემდეგი კარტი და აქტიურად დაიცავით საკუთარი ხელი.

ეცადეთ იპოვნოთ ბალანსი ბანკის კონტროლსა და დაცვას შორის. არ ეცადოთ მარგინალური ხელის დაცვას, რადგან შესაძლოა უკვე უკან იყოთ.

მაგალითი 10 ორი წყვილი

ფსონი ფლოპზე სტანდარტულია. მას შემდეგ რაც ორივე ოპონენტმა ჩექი გააკეთა თერნზე, თქვენ კვლავ უნდა დადოთ. მესამე აგურმა დიდი ალბათობით რომელიმეს ფლეშ-დრო მისცა და ის გადაიხდის შემდეგ კარტში. ამას გარდა ოპონენტებმა შეიძლება მარტივად მონახონ მიზეზი თქვენი ფსონის გათანაბრებისთვის უარესი ხელით, მაგლითად რვიანების წყვილით მიიღონ ფსონი. ამასთან თქვენ ინიციატივა გაქვთ და თერნზე ჩექის გაკეთებით კონტროლს დაკარგავთ სიტუაციაზე და ვაჭრობის შემდგომ რაუნდში გაგიჭირდებათ იმის განსაზღვრა თუ სად იმყოფებით.

მაგალითი 11 ოვერწყვილი (Overpair)

საუკეთესო გათამაშების ხაზი ასეთი თერნის ამოსვლის შემდეგ ფსონი/დაწოლა იქნება. ანუ ვდებთ და თუ ოპონენტი გააქტიურდება ვყრით კარტს. ოპონენტი ძალიან იშვიათად გააკეთებს რირეიზს უარესი ხელით. ჩექის გაკეთება კი შეცდომაა, რადგან ისეთ კომბინაციასაც კი როგორც 2 2 დიდი შანსები აქვს გადაასწროს ორ ვალეტს ჯვრის გარეშე.

თუ ოპონენტი კვლავაც გაათანაბრებს, რივერზე ან პირდაპირ დანებდით, ან პატარა ფსონი გააკეთეთ და რირეიზის შემთხვევაში დაწექით.

მაგალითი 12 ოვერწყვილი (Overpair)

ამ მაგალითში ყველაფერს რირეიზი ჯობია. მაგიდის კარტები ბევრ ხელს აძლევენ ძლიერ-დროებს. ასეთ სიტუაციებში ძალიან მოსალოდნელ ტუზს აქ გათშოტი ყავს, თუ თერნზე ცხრიანზე მაღალი კარტი ამოვა, მაგალითად პაპა ან ქალი, თქვენ მსგავსი ხელით ვერ იგძნობთ კომფორტულად თავს.

ამიტომ ასეთ სიტუაციებში რირეიზის გაკეთება ჯობია. თუ ოპონენტი კიდევ გადაზრდის, მაშინ დარწმუნებით გეცოდინებათ, რომ უკან ხართ და თან საკმაოდ. ხოლო თუ უბრალოდ გაათანაბრებს, მაშინ თერნზე სიტუაციის ახლიდან შეფასება მოგიწევთ.

როგორ გავათამაშოთ დრო-ხელები?

დრო-ხელების თითქმის იდეალურად გათამაშებისთვის თქვენ უნდა იცნობდეთ ისეთ კონცეფციებს როგორიცაა აუტსები, ოდსები და პოტ ოდსები, ასევე მოსალოდნელი პოტ ოდსები. ამ კონცეფციებს თქვენ მომდევნო ორ სტატიაში გაეცნობით. (სახელებმა არ შეგაშინოთ საკმაოდ მარტივია :))

ხშირად როცა პრეფლოპზე რეიზი არ ყოფილა, ან ოპონენტის რეიზი მიიღეთ, დრო-ხელების პასიურად გათამაშება ჯობია. ძლიერი დრო-ხელებით ისეთებით როგორიცაა ფლეშ-დრო და ორმხრივი სტრეიტ-დრო, შესაძლებელია არც თუ ისე დიდი ფსონის გათანაბრება. სუსტი დრო-ხელი მაგალითად გათშოტი კი ფლოპზევე გადააგდეთ.

არასდროს არ გამოეკიდოთ დრო-ხელებს. თერნზე თუ დლეშ დრო გყავთ რივერზე საკუთარ კომბინაციას მხოლოდ შემთხვევების 20%-ში დაასრულებთ. ამიტომ თერნზე დიდი ფსონის გათანაბრებით ფულს ქარს გაატანთ.

თუ პრეფლოპზე რეიზი გააკეთეთ და ძლიერი დრო-ხელი გყავთ, ჯობია ფლოპზე აგრესიულად გაათამაშოთ. იმ შემთხვევაში თუ ორზე მეტი ოპონენტი არ გყავთ. ანუ ძლიერი დრო-ხელით თითქმის ყოველთვის უნდა გააკეთოთ გაგრძელებული ფსონი.

თუ საკუთარ დრო-ხელს აგრესიულად ათამაშებთ, ეს იგივე ბლეფია და მას ნახევრადბლეფი ქვია. თქვენ არამარტო მაშინ მოიგებთ როცა ბლეფი იმუშავებს, არამედ მაშინაც, თუ დაასრულებთ კომბინაციას.

მაგრამ ამასთან დრო-ხელის აგრესიულად გათამაშებისთვის აუცილებელია კვლავაც ის პირობა, რომ ოპონენტებს დაწოლა უნდა შეეძლოთ. ბევრი მოთამაშის ან ისეთი ოპონენტების წინააღმდეგ რომლებიც ფსონებს პრინციპის გულისთვის იღებენ, არ ღირს არც ნახევარბლეფი და მითუმეტეს არც ბლეფი.

მაგალითი 13 დრო-ხელის პასიური გათამაშება

ამ მაგალითში ფლოპზე ბევრი მოთამაშის გამო ჯობია პასიურად გავათამაშოთ ჩვენი დრო-ხელი. იმის გამო რომ MP1-ს საკმარისი სტეკი აქვს, წყნარად შეგიძლიათ გაათანაბროთ მისი ფსონი ფლოპზე. თერნზე გაძლიერდით ფლეშამდე. აქ უკვე გააქტიურების დროა, რადგან თუ ჩექს გააკეთებთ ნაკლებ ალბათურია რომ რომელიმემ ფსონი გააკეთოს, რადგან ფლეშის შეეშინდებათ. მაგრამ სწორედ დაბალ ლიმიტებზე მიიღებენ თქვენს ფსონს, რადგან შეაფასებენ როგორც ბლეფს.

მაგალითი 14 დრო ხელის აგრესიული გათამაშება

ამ მაგალითში ძლიერი ფლეშ-დრო და ორი ოვერკარტი (პაპა და ვალეტი) გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ უფრო გაგვაძლიეროს. ზოგადად არ ღირს 4 ოპონენტის წინააღმდეგ ნახევარბლეფი, რადგან ძალიან იშვიათად გადაყრის კარტს ოთხივე.

მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მაინც შეიძლება ფსონის გაკეთება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ის თამაშობს, რომ თქვენ პოზიციაში იმყოფებით, ანუ ყველა ოპონენტმა თქვენზე ადრე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დამატებით თერნზე ან რივერზე ძალიან ბევრმა კარტმა შეიძლება გადაგარჩინოთ, იმ შემთხვევისთვის თუ არავინ არ დაწვება.

დასასრულს

ამ სტატიაში ზოგადად განვიხილეთ პოსტფლოპზე თამაშის ძირითადი კონცეფციები. ცხადია ღრმად დეტალებში არ ჩავსულვართ, მაგრამ შემდგომ სტატიებში დეტალურად განვიხილავთ: პოსტფლოპზე თამაშს ინიციატივით, უინიციატივოდ და ბანკის კონტროლის შემთხვევებს. სამივე სტატია გაჯერებული იქნება მაგალითებით რაც გაადვილებს საკითხის გაგებას.

სტატიის მიზანი იყო ბანკის კონტროლის და დაცვის ურთიერთკავშირის დადგენა და გაგება. არ არის საჭირო იბრძოლოთ დიდი ბანკებისთვის მარგინალური ხელებით, მაგრამ ასევე არ უნდა მისცეთ ოპონენტებს უფასო კარტები, რომლებიც შეიძლება სასიკვდილო არმოჩნდეს თქვენი ხელისთვის.

ასევე იმედია კარგად არის ახსნილი, რომ ფსონს მაშინ მოაქვს მოგება, როცა იცავს თქვენს ხელს დრო-ხელებისგან ან ფსონი თანაბრდება უარესი ხელებით. თუ რივერზე უფასო შოუდაუნის საშუალება გაქვთ და არ ხართ აღფრთოვანებული საკუთარი ხელის სიძლიერით გამოიყენეთ ეს შანსი.

ფლოპზე, თერნზე და რივერზე თამაშისას მოქმედებს იგივე პრინციპები რაც პრეფლოპზე.

  • თქვენ ცდილობთ მაქსიმალურად აირიდოთ რთული გადაწყვეტილებები
  • თამაშობთ აგრესიულად, იმის მაგივრად რომ პასიურად ათანაბროთ ოპონენტის ფსონები.
  • ცდილობთ ითამაშოთ პოზიციაში.

შემდგომ სტატიებში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ პოსტფლოპზე თამაშს და შევეცდებით გავიგოთ, გათამაშების რომელი ხაზია უფრო მომგებიანი ამა თუ იმ სიტუაციაში. ზემოთხსენებული 3 სტატია რომ გავიგოთ საჭიროა პოკერის მათემატიკის საფუძვლებს გავეცნოთ. შემდეგი ორი სტატია სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა.

სტატიაში გამოყენებულია PokerStrategy.com -ის მასალები.

Comments 

 
#1 gugamata 2010-11-06 03:01 გამარჯობათ, მე მოხარული ვარ რომ პოკერის პოპულარიზაციას ეწევით, და მინდა რომ გთხოვოთ ის, რომ ეს ინფორმაცია რაც არის გამოვაქვეყნო www.join.ge-ზე იმიტომ რომ ძალიან დიდი მოტხოვნაა… ინფორმაციას სათაურზე აუცილებლად ეწერება GEOPOKER.GE ციტირება
 
კომენტარის დამატება

ქართული კლავიატურა ON/OFF "~”


Security code
განახლება

 
 
 
 
Content and Site owner Ilia Kvaratskhelia
Technical support A.Adamia
Copyright © 2010