ამ სტატიაში:
- რომელი საწყისი კარტების გათამაშება შეიძლება
- როგორი უნდა იყოს ფსონის სიდიდე
- რა ვქნათ თუ ოპონენტი გვიტევს
შესავალი
პრეფლოპი (Preflop)- ვაჭრობის I რაუნდი, როდესაც მაგიდაზე საერთო კარტები არ დევს. ანუ მოთამაშეები ვაჭრობენ მხოლოდ საკუთარი დახურული კარტების საშუალებით.
საწყისი ხელების სწორი შერჩევა წარმატებულად თამაშის ნახევარი საქმეა. როდესაც დარიგებაში საჭირო ხელებით შედიხართ, თქვენ არამარტო ირიდებთ რთულ გადაწყვეტილებებს პოსტფლოპზე, არამედ დარწმუნებულიც ხართ, რომ ძალიან ხშირად თქვენ გეყოლებათ უკეთესი ხელი ვიდრე ოპონენტს.
ეს სტატიაც სწორედ ამ თემას ეძღვნება. სტატიიდან გაიგებთ რომელი საწყისი ხელები გვაძლევენ მსგავს უპირატესობებს და როგორ გავათამაშოთ ისინი.
სტატიაში არის ცხრილი, სადაც პრეფლოპზე თამაშის სტრატეგიის დიდი ნაწილია მოყვანილი. შეგიძლიათ გადმოწეროთ და ამობეჭდოთ მისი .pdf ვერსია ამ ბმულიდან "საწყისი ხელების ცხრილი"
რა არის პოზიცია პოკერის მაგიდაზე?
თქვენს პოზიციას მაგიდაზე განაპირობებს Button-ი იგივე დილერი, ანუ ადამიანი ვინც ფორმალურად არიგებს კარტს, ყოველი დარიგების შემდეგ დილერის ნიშანი გადადის ხელმარცხნივ მჯომ მოთამაშესთან, ანუ საათის ისრის მიმართულებით იცვლება.
თქვენი პოზიცია განაპირობებს თუ როდის მოვა თქვენი ჯერი გადაწყვეტილების მისაღებად პოკერის მაგიდაზე.
თუ თქვენ გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთ პირველს გიწევთ, მაშინ ადრეულ პოზიციაში იმყოფებით, ხოლო თუ უფრო გვიან მაშინ გვიან პოზიციაში. პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რაც უფრო ადრეულია თქვენი პოზიცია მით უფრო ძლიერი საწყისი ხელია საჭირო თამაშში ჩასართავად. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას თქვენს შემდეგ, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ რომელიმეს თქვენზე უკეთესი ხელი ეყოლება.
რაც უფრო ადრეული პოზიცია გაქვთ, მით უფრო ძლიერი საწყისი ხელი გჭირდებათ.
10 კაციან მაგიდაზე, 10 სხვადასხვა პოზიცია არსებობს. ისინი ნაწილდებიან 4 განსხვავებულ ჯგუფში: ადრეული, საშუალო, გვიანი და ბლაინდები

სამი ადრეული პოზიცია: UTG1, UTG2 და UTG3
როგორც ავღნიშნეთ ადრეული პოზიცია ყველაზე ცუდია პოკერში მას Under The Gun-ს ეძახიან, რაც დაახლოებით მიზანში ამოღებულს ნიშნავს რადგან ისინი პირველები იწყებენ ვაჭრობის პირველ რაუნდს და შემდგომ რაუნდებშიც ერთ-ერთი პირველები იღებენ გადაწყვეტილებებს.
სამი საშუალო პოზიცია: MP1, MP2 და MP3
შემდეგ სამ მოთამაშეს საშუალო პოზიციები (Middle Position) ქვიათ, შესაბამისად MP1, MP2 და MP3
ორი გვიანი პოზიცია BU და CO
დილერი ანუ მოთამაშე რომელმაც დაარიგა და მის ხელმარჯვნივ მჯდომი, იმყოფებიან გვიან პოზიციაში. დილერს ასევე ეძახიან ბათონს(BU-Button), ხოლო მის მარჯვნიმ მჯდომს ქათ ოფს(CO-Cut Off), ეს ორივე საუკეთესო პოზიციებია კონკრეტულ დარიგებაში და ამ პოზიციებზე მჯდომ ხალხს უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით.
ორი პოზიცია ბლაინდებზე SB და BB
განსხვავებულ ჯგუფს ქმნიან ბლაინდები(Blinds), ორი მოთამაშე რომლებმაც კარტის დარიგებამდე დადეს ფსონები. დილერის ხელმარცხნივ მჯდომს პატარა ბლაინდი (SB-Small Blind) ქვია, ხოლო პატარა ბლაინდის მარცხივ ყოველთვის დიდი ბლაინდი(BB-Big Blind) ზის.
რა ხდება როცა მაგიდაზე ათზე ნაკლები მოთამაშეა?
ზემოთ მოყვანილი პოზიციების მიმოხილვა გულისხმობს, რომ მაგიდასთან 10 მოთამაშე ზის, მაგრამ მაგიდაზე შეიძლება 9 კაციც იჯდეს ან საერთოდ 2. თუ მაგიდაზე 9 მოთამაშეა მაშინ ერთი ადრეული პოზიცია იკარგება, 8 მოთამაშის შემთხვევაში სამი ადრეული პოზიციიდან მხოლოდ ერთი რჩება, ხოლო თუ შვიდნი სხედხართ ადრეული პოზიცია საერთოდ ქრება.
რაც უფრო ნაკლებია მოთამაშე უფრო ნაკლებია პოზიციაც, ჯერ ქრებიან ადრეული პოზიციები, შემდეგ საშუალოები და ა. შ.
რომელი საწყისი ხელები გავათამაშოთ?
საწყისი ხელების ცხრილში ნათქვამია თუ რომელი ხელები გავათამაშოთ და როგორ. ცხრილი სტატიის დასაწყისშიც დევს, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის აქაც დავდოთ

ქმედება რომელიც უნდა განვახორციელოთ ცხრილის მიხედვით, სამი ფაქტორით განისაზღვრება:
- საწყისი ხელი
- თქვენამდე მსხდომი ოპონენტების ქმედებები
- თქვენი პოზიცია
რას ნიშნავს Call 20?
პატარა ჯიბის წყვილების გათამაშებისას (მაგ. 55) თქვენ ცდილობთ გაძლიერდეთ სეტამდე ფლოპზე. ეს მხოლოდ მიახლოებით შემთხვევების 12%-ში მოხდება, მაგრამ სეტი ძალიან ძლიერი კომბინაციაა, რომელსაც შეუძლია ბევრი მოგაგებინოთ. ასე რომ პატარა წყვილით პრეფლოპზე გათანაბრება ანუ ქოლი, იმის იმედად რომ სეტამდე გავძლიერდებით გამართლებულია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ოპონენტს საკმარისი თანხა ქონდეს.
არსებობს წესი: პატარა წყვილით თქვენ რეიზის ქოლს აკეთებთ იმ შემთხვევაში თუ ოპონენტის სტეკი 20-ჯერ მეტია ქოლისთვის საჭირო თანხაზე. ცხადია რომ თქვენი სტეკიც მაგხელა უნდა იყოს, რადგან 1 დარიგებაში შეუძლებელია 1 ოპონენტს იმაზე მეტი მოვუგოთ ვიდრე თავად გვაქვს მაგიდაზე.
თუ ფსონის გაზრდას, ანუ რეიზს გადავწყვეტთ რამხელა უნდა იყოს ის?
თქვენამდე რეიზი არ ყოფილა
თუ თქვენამდე თამაშში არავინ შესულა, მაშინ სტანდარტული რეიზი 4 დიდ ბლაინდს შეადგენს, მაგალითად თუ თქვენ თამაშობთ NL10-ზე სადაც როგორც ვიცით დიდი ბლაინდი 0.10$ შეადგენს, სტანდარტული რეიზი 40 ცენტი იქნება.
ხოლო თუ თქვენამდე მოთამაშემ ან მოთამაშეებმა დიდი ბლაინდის ქოლი გააკეთეს, ყოველ მათგანზე 1 დიდი ბლაინდი დაემატება. თუ ჩვენამდე ერთმა მოთამაშემ გაათანაბრა მაშინ 0.50$ დავდებთ ხოლო თუ ორმა 0.60$-ს.
თქვენამდე იყო ერთი რეიზი
თუ თქვენამდე ზუსტად ერთი რეიზი იყო, თქვენი რირეიზი (Reraise) სამჯერ დიდი უნდა იყოს ვიდრე ოპონენტის რეიზი იყო.
თუ თქვენამდე ოპონენტის რეიზი გაათანაბრა სხვა მოთამაშემ. თქვენს რირეიზს კიდევ ერთი რეიზის ოდენობა უნდა დაუმატოთ, თუ ასეთი მოთამაშე ორია მაშინ ორი რეიზის ოდენობა უნდა დავუმატოთ და ასეთ შემთხვევაში უკვე 5 ჯერ უნდა გავზარდოთ პირველი რეიზის ოდენობა.
თქვენამდე იყო ერთზე მეტი რეიზი, ანუ იყო რირეიზიც
თუ თქვენამდე 2 ან მეტი რეიზი იყო, მაშინ სიტუაცია ძალიან ცხადია: მონსტრი საწყისი ხელი თუ არ გვყავს ჩვენ გავდივართ ამ რიგებიდან. ყველა კარტი უნდა გადავაგდოთ როგორ ლამაზადაც არ უნდა მოგვეჩვენონ ისინი, თამაშში შევდივართ მხოლოდ ორი საწყისი ხელით ორი ტუზით და ორი პაპით და თან ეგერევე ვამბობთ All in-ს, ანუ შევდივართ მთლიან თანხას რაც მაგიდაზე გვაქვს (სტეკს).
როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს მერე გააკეთეს რირეიზი?
ჩვენ ჯიბის ტუზები ან პაპები გვყავს
თუ თქვენ ორი ტუზი ან ორი პაპა გყავთ, უნდა ეცადოთ რომ პრეფლოპზევე All in-მდე მივიდეს საქმე. დამწყებებს ხშირად ექმნებათ მსგავსი პრობლემები, მაგრამ ნებისმიერი სხვა საწყისი ხელის წინააღმდეგ თუ (ოპონენტს AA არ ყავს და თქვენ KK) თქვენ მოგების შანსები 80%-ია ანუ 100 შემთხვევიდან 80 ჯერ მოიგებთ, რაც ძალიან მაღალი პროცენტია მთელ სტეკზე თამაშისას.
ყველა სხვა საწყის ხელს ვაგდებთ, როგორი ძნელიც არ ინდა იყოს. მათ შორის AK-ს და AQ-საც. გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ ჯიბის წყვილები.
ჩვენ ჯიბის წყვილი გვყავს
როგორც ავღნიშნეთ არსებობს გამონაკლისები. თუ თქვენ პაპეპზე დაბალი ჯიბის წყვილი გყავთ მაშინ თქვენ ათანაბრებთ თქვენს შემდეგ გაკეთებულ რეიზს, ცხადია იმ შემთხვევაში თუ თქვენი და თქვენი ოპონენტის სტეკი 20-ჯერ მეტია გასათანაბრებელ თანხაზე.
როგორც Call 20-ის წესის განმარტებისას ავღნიშნეთ თქვენ ათანაბრებთ ერთი მიზეზით გავძლიერდეთ სეტამდე, თუ გავძლიერდით დიდი ალბათობით მთლიან სტეკს მოვიგებთ, ხოლო თუ ვერ გავძლიერდით, ჯობია ფლოპზევე დავწვეთ.
თუ ოპონენტი მინი რეიზს აკეთებს
დაბალ ლიმიტებზე მოთამაშეები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს, ანუ აკეთებენ მინი რეიზს რაც ჩვენი რეიზის უბრალოდ გაორმაგებას ნიშნავს, ძნელი სათქმელია რას გულისხმობენ ასეთ დროს მოთამაშეები, რადგან მინი რეიზებს ძირითადად სუსტი მოთამაშეები აკეთებენ. მინირეიზის შემთხვევაში უნდა გავათანაბროთ და ვნახოთ ფლოპი, გამონაკლისია AA და KK, რომლებითაც როგორც ავღნიშნეთ რირეიზი უნდა გავაკეთოთ.
დასასრულს
მას შემდეგ რაც გაიგეთ როგორ გამოიყენოთ საწყისი ხელების ცხრილი, თქვენ უფრო დაწმუნებით შეგიძლიათ ითამაშოთ პრეფლოპზე. როგორც ავღნიშნეთ საწყისი ხელების სწორი შერჩევა წარმატების ნახევარია და ბევრი მოთამაშე ქარს ატანს ფულს სწორედ პრეფლოპზე, რადგან ისინი ათამაშებენ ძალიან ბევრ საწყის ხელს და არ იციან რომლებით ღირს ბრძოლაში ჩართვა.
თუ თქვენ საწყისი ხელების ცხრილის მიხედვით, აკურატულად შეარჩევთ საწყის ხელებს, აირიდებთ რთულ გადაწყვეტილებებს პოსტფლოპზე. რაც წარმატებული თამაშის მნიშვნელოვანი ფუნდამენტია გასანკუთრებით დაბალ ლიმიტებზე, სადაც ბევრ ფულს აგებენ ხოლმე სწორედ იმიტომ რომ მოთამაშემ უბრალოდ არ იცის, რომელი ხელები გაათამაშოს და როგორ მოიქცეს, რადგან გამოუცდელი მოთამაშეა. სანამ ძირითად საფუძვლებს სწავლობთ მარტივი პოკერის თამაშს გირჩევთ, შემდეგ კი როცა გაძლიერდებით გამოცდილებას დაიგროვებთ და ბევრი ტრიუკები გეცოდინებათ თავადვე შექმნით საწყისი ხელების ცხრილს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ სანამ ეს დრო დადგება მკაცრად რეკომენდირებულია ამ ცხრილის დაცვა, რადგან არათუ წაგებისგან გაზღვევთ არამედ უმრავლეს შემთხვევებში საკმაო უპირატესობას გაძლევთ ოპონენტებთან მიმართებაში.
სტატიაში გამოყენებულია PokerStrategy.com -ის მასალები.

Comments
AKs; AQs; AJs; ATs. მე მგოი ერთ ფერს სხვადასხვასთან უნდა ჰქონდეს უპირატესობა ციტირება
ბოდიში გვიან შევნიშნე კომენტარი. მათემატიკურად ყველაზე ცუდ საწყის ხელად პოკერში 72o ითვლება, ანუ სხვადასხვა ფერის შვიდიან ორიანი. ციტირება
თუ არ შეწუხდებით რო დაცეროთ… მადლობა წინასწარ ციტირება
იმიტომ რომ სეტის მოსვლის ალბათობა დაახლოებით 12 %-ია, დაბალი ჯიბის წყვილებით კი თუ სეტამდე არ გაძLიერდით ბანკს ვერ მოიგებთ (ხშირ შემთხვევაში) ამიტომ ქოლ 20 წესის გამოყენებით მომგებიანად გაათამაშებთ ჯიბის წყვილებს, რადგან პოსტფლოპზე საშუალება გექნებათ მთელი სტეკი მოუგოთ ოპონენტს, ხოლო თუ ოპონენტის სტეკი პატარაა მსგავს თამაშ აზრი ეკარგება გრძელ დისტანციაზე. ჩვენი მიზანი კი არა კონკრეტული დარიგების არამედ გრძელ დისტანციაზე მოგებაა. ციტირება
ეს call20-ის წესი ვერ გავიგე…რატო უნდა იყოს ოპონენტის სტეკი 20ჯერ მეტი ქოლისთვის საჭირო თანხაზე??? ციტირება
ეგ ერთმნიშვნელოვნა დ არასწორი თამაშია, დიდი რეიზით ოპონენტთა ხელების პოლარიზებას ახდენთ, ანუ დაწვებიან უარესი ხელები და ითამაშებენ უკეთესები, ხოლო თუ იმას იფიქრებთ რომ წინ ხართ რადგან პატარა წყვილი და ერთი ოპონენტი გყავთ მთლიან სტეკს წააგებთ. მასე თამაში არ შეიძლება. ციტირება
ადრეული პოზიციიდან ქოლს თუ გააკეთებთ დიდი ალბათობით მიიღებთ რეიზს, ამიტომ გრძელ დისტანციაზე წააგებთ, რადგან სეტი არც თუ ისე ხშირად მოვა, მაგრამ დაბალი ჯიბის წყვილი მაინც შესაძლებელია გათამაშდეს მომგებიანად ადრეული პოზიციიდან, თუ მოწინააღმდეგის და თქვენი სტეკი საკმარისია. ამისთვის გამოიყენეთ ქოლ 20-ის წესი, რათა გაიგოთ მომგებიანია თუ არა ქოლი სეტ ველიუზე. მოკლედ იმისთვსი რომ ადრეული პოზიციიდან დაბალი წყვილი მომგებიანად გაათამაშოთ აუცილებელია, რომ გამოცდილი მოთამაშე იყოთ აფასებდეთ მოწინააღმდეგის შესაძლო რეიზის სიდიდეს და მათ შემდგომ ქმედებებს, ეს ცხრილი კი დამწყებთათვისაა და თუ მისი მიხედვით იტამშებთ აუცილებლად მოიგებთ დაბალ ლიმიტებზე. ციტირება