GeoPoker.ge

 
 
GeoPoker.ge: სტრატეგია
 
 

ტეხასური ჰოლდემი ითვლება პოკერის ყველაზე პოპულარულ სახეობად, პოკერის ლეგენდამ დოილ ბრანსონმა თავის წიგნში სუპერ სისტემა ჰოლდემს პოკერის კადილაკი უწოდა, ჩვენს ენაზე პოკერის ფერარი. ტეხასური ჰოლდემი იყოფა ორ ნაირსახეობად, ლიმიტური ჰოლდემი სადაც ფსონები განსაზღვრულია "Fixed Limit Hold'em" და ულიმიტო ჰოლდემი "No Limit Hold'em" სადაც ფსონის ზომა განსაზღვრული არ არის და მოთამაშეს შეუძლია დადოს მთლიანი თანხა ვაჭრობის ნებისმიერ რაუნდში. ამ სტატიიდან თქვენ ულიმიტო ჰოლდემის თამაშის წესებს გაეცნობით და იხილავთ ერთი ჩვეულებრივი დარიგების საილუსტრაციო მაგალითს.

ამ თამაშს ძალიან მარტივი წესები აქვს და მათი გაგება არც თუ ისე რთულია, ყველა მოთამაშე იღებს ორ დახურულ კარტს, ხოლო შემდეგ მაგიდაზე იდება ხუთი საერთო კარტი. პირველად იდება სამი კარტი რომელთაც უწოდებენ ფლოპს (Flop), შემდეგ ერთი რომელსაც უწოდებენ თერნს (Turn) დაბოლოს მაგიდაზე იდება ბოლო მეხუთე საერთო კარტი, რომელსაც ქვია რივერი (River). მაგიდაზე დადებული კარტების და საკუტარი დახურული ორი კარტის შედეგად დგება საუკეთესო კომბინაცია. ყველა ის კარტი რომელიც მაგიდაზე იდება ეკუთვნის ყველა მოთამაშეს, სწორედ ამიტომ ქვია მაგიდის კარტებს საერთო.

ყოველი კარტის ამოსვლისას მიმდინარეობს ვაჭრობა, პოკერში არსებობს ვაჭრობის ოთხი რაუნდი. პირველი რაუნდი იწყება მაშინ როდესაც რიგდება დახურული ორი კარტი, მეორე როდესაც მაგიდაზე იდება ფლოპი, მესამე როდესაც თერნი და მეოთხე როდესაც რივერი. 

ვაჭრობის პირველ რაუნდს ეწოდება პრეფლოპი (Preflop), სანამ კარტი დარიგდება ორი მოთამაშე აკეთებს ფსონს კარტის უნახავად ამ მოთამააშეებს ეწოდებათ ბლაინდები (Blinds). ანსხვავებენ პატარა (Small Blind) და დიდ (Big Blind) ბლაინდს. ბლაინდები სხედან დილერის ხელმარცხნივ და შესაბამისად ყოველი ახალი დარიგებისას ბლაინდები იცვლებიან, რადგან იცვლება დილერი ანუ მოთამაშე ვინც არიგებს კარტს.

ახლა განვიხილოთ პოკერის ერთი ჩვეულებრივი  დარიგება, რათა ილუსტრირება მოხდეს სვლების თანმიმდევრობის და ტექნიკური საკითხების.

I რაუნდი (პრეფლოპი-Preflop)
პატარა ბლაინდი აკეთებს ფსონს კარტის უნახავად, საზოგადოდ დიდი ბლაინდის ნახევარს. ასევე დიდი ბლაინდიც უნახავად დებს მინიმალურ ფსონს, რიგდება კარტი, დილერი საათის ისრის მიმართულებით ურიგებს 2 დახურულ კარტს ყველა მოთამაშეს, პირველს ურიგებს პატარა ბლაინდს, კარტი რიგდება თითო-თითოდ.

იწყება ვაჭრობის პირველი რაუნდი, პირველ სიტყვას იძახის ბიგ ბლაინდის ხელმარცხნივ მჯდომი მოთამაშე, რომელსაც აქვს 3 ვარიანტი „Fold"-ანუ დაწოლა, „Call" დიდი ბლაინდის ფსონის გათანაბრება (პოკერში დიდ ბლაინდზე ნაკლები ფსონის დადება აკრძალულია) და „Raise" დიდი ბლაინდის ფსონის გაზრდა. ასე საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ნებისმიერი მოთამაშე რეიზს გააკეთებს მის შემდგომ მოთამაშეებს უკვე მისი რეიზის „Call" -ი მოუწევთ და არა დიდი ბლაინდის. პრეფლოპზე ბოლოს გადაწყვეტილებას იღებს დიდი ბლაინდი (ცხადია, თუ რეიზი არ იქნა), თუ რეიზი არ ყოფილა მას შეუძლია გააკეთოს Check და ნახოს ფლოპი, Check-ი ნიშნავს იგივე ფსონის დატოვებას, ხოლო რადგან დიდმა ბლაინდმა ბრმად დადო ფსონი მას პრეფლოპზე აქვს Check-ის გაკეთების საშუალება.

II რაუნდი (ფლოპი-Flop)

დილერი იღებს 3 კარტს დასტიდან და ღიად დებს მაგიდაზე, ყველა კარტი რომელიც ღიად იდება მაგიდაზე ეკუთვნის ყველა მოთამაშეს.
იწყება ვაჭრობის II რაუნდი, ფლოპზე ვაჭრობას ხსნის პატარა ბლაინდი, ან თუ ის დაწვა(Fold) საათის ისრის მიმართულებით შემდეგი, ანუ დიდი ბლაინდი იწყებს პირველი და ასე შემდეგ საათის ისრის მიმართულებით .(პოზიცია ერთ-ერთი უმთავრესია პოკერში ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას მასზე, უფრო ვრცლად ამ საკითხზე შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ)
თუ ფლოპზე ფსონები არ ყოფილა გადავდივართ თერნზე(Turn).

III რაუნდი თერნი (Turn)

დილერი მაგიდაზე დებს კიდევ ერთ კარტს და იწყება ვაჭრობის III რაუნდი. კვლავ იწყებს პატარა ბლაინდი, ის აკეთებს ჩექს, იგივეს შვება დიდი ბლაინდიც, რადგან ყველა დანარჩენი მოთამაშე დაწვა, შემდეგი საათის ისრის მიმართულებით არის Button-ი(იგივე დილერი, Dealer) ის აკეთებს ფსონს (Bet), ანუ დებს ფიშკებს ბანკში. ამის შემდეგ იმისთვის, რომ დანარჩენმა მოთამააშეებმა ნახონ შემდეგი კარტი აუცილებელია გათანაბრდეს ფსონები, ასევე მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ ფსონი რეიზის საშუალებით. მაშ ასე ბათონის ფსონის შემდეგ ახლა კვლავ პატარა ბლაინდის ჯერია. მას სამი ვარიანტი აქვს Fold, Call, Raise. დავუშვათ მან მიიღო ფსონი ანუ გათანაბრდა. მაშინ ახლა დიდი ბლაინდის ჯერია მასაც სამი ვარიანტი აქვს Fold, Call, Raise, დავუშვათ მანაც მიიღო ფსონი, მაშინ ფსონები გათანაბრებულია და ვაჭრობის III რაუნდი დასრულდა რაც იმას ნიშნავს რომ იწყება ვაჭრობის ბოლო IV რაუნდი.

IV რაუნდი (რივერი-River)

დილერმა ბოლო მეხუთე საერთო კარტი დადო მაგიდაზე და იწყება IV და ბოლო ვაჭრობის რაუნდი, კვლავ პირველი უნდა იყოს პატარა ბლაინდი, ის ამბობს Check-ს, რადგან რივერმა ვერ შეცვალა მდგომარეობა. იგივეს აკეთებს დიდი ბლაინდიც, ხოლო ბათონი კვლავაც დებს, სმოლ ბლაინდი კვლავ იღებს მის ფსონს, ხოლო დიდი ბლაინდი წვება, იგი გავარდა დარიგებიდან. აქ ვაჭრობა დამთავრდა და მივედით შოუდაუნამდე (Showdown) ანუ უნდა გავარკვიოთ ვის ყავს ძლიერი კომბინაცია. რადგან ბატონი იყო აგრესორი, ანუ მან გააკეთა ბოლო ფსონი ის გვანახებს პირველი საკუთარ კარტს და ოპონენტს შეუძლია არ ანახოს წაგებული ხელი, ამას ქვია მაკი(muck), მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამოდენიმე მოთამაშეს ყავდეს ერთნაირი სიძლიერის კომბინაცია, ასეთ შემთხვევაში ბანკი იყოფა.

შემდეგ სტატიაში კომბინაციებზე ვისაუბრებთ, რითიც დავასრულებთ პოკერის წესების თემას. აქვე დავამატოთ, რომ პოკერის თამაშის წესების სწავლას, დაახლოებით 5 წუთი უნდა, ხოლო თამაშის სწავლას შეიძლება ცხოვრებაც არ ეყოს. სწორედ ამის გამო არის ეს თამაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაშებს შორის. GeoPoker.ge მაქსიმალურად შეეცდება თამაშის სწავლაში დაგეხმაროთ, როგორც ნათქვამია პოკერი-რთული გზაა, ადვილ ფულამდე.

სტატიაში გამოყენებულია PokerStrategy.com -ის მასალები.

Comments 

 
#15 gio 2012-05-12 01:13 visac swavla udna aq damamtos skypeshi gio.arveladze2 da vaswavli :P ციტირება
 
 
#14 gio 2012-05-12 01:11 gio.arveladze2 ციტირება
 
 
#13 gio 2012-05-12 01:10 visac unda tamashis swavla vaswavlii .. :P ციტირება
 
 
#12 nika 2012-01-19 22:16 ადმინო პოკერი საკმაოდ კარგად ვიცი პოროსტა ის მითხარი www.pokerstrategy.com ზე რო შევავსო ტესტი რა უნდა ვისწავლო საიდან უნდა ვისტავლო :)) წინასწარ მადლობა ციტირება
 
 
#11 zaira 2011-09-05 19:16 Quoting rati_pokerking:
Check რას ნიშნავს კარგად ვერ მივხვდი
ანუ თუ დიდი ბლაინდი ჩამოდის დაუშვად 50 $ ს და თუ რეიზი არ ყოფილა მაშინ მას შეუძლია ისევ 50$ ის ჩამოსვლა?

პოკერ კინგ მასწავლი პოკერის თამაშს ფულს გადაგიხდი თუ სურვილი გაქ რო მასწავლო დამიმატე სკუპეში ზაირა_ზაირა777
ციტირება
 
 
#10 marvala 2011-09-05 19:14 Quoting mariii:
Fეისბუქზე ვთამაშობ და აჭარაზე ვერა :DD რატო არ ვიცი :D სულ ვაგებ :D

მარი თუ გინდა აგიხსნა დამამატე ტსოტნე141 : ) ინგლისურად
ციტირება
 
 
#9 ushangi 2011-09-05 19:12 სტრონგერ ძმა დაგიმატე სკაპეში და ის სტრიტ რო მასწავლე არ ამომდის და რატო ? გთხოვ უთხარი ჯეო პოკერის ადმინისტრაციას რო ამოვიდეს ჩემი ცხოვრების
რითმია პოკერი ჩეკ ჩეკ ჩეკ !
ციტირება
 
 
#8 Stronger 2011-09-05 19:10 Gამარჯობააათთთ :D:D:D ვისაც ტამაშის სწავლა გინდათ დამამატეთ სკაიპში სტრონგერ.16 4 წელია ვთამაშობ და ნორმალურად :):D+ ციტირება
 
 
#7 ushangi 2011-09-05 19:08 ააუ ჩეკ მივეცი და ალ ინ გამიკეთეს და რავქნა ? ღოუალ ფლაში დამიჯდა და წავაგე. თან ყვავების ციტირება
 
 
#6 mariii 2011-08-19 20:45 Fეისბუქზე ვთამაშობ და აჭარაზე ვერა :DD რატო არ ვიცი :D სულ ვაგებ :D ციტირება
 
კომენტარის დამატება

ქართული კლავიატურა ON/OFF "~”


Security code
განახლება

 
 
 
 
Content and Site owner Ilia Kvaratskhelia
Technical support A.Adamia
Copyright © 2010