GeoPoker.ge

 
 
GeoPoker.ge: სტრატეგია
 
 
დასაწყისისთვის ავღნიშნოთ, რომ კომბინაციების სიძლიერე ერთნაირია პოკერის ყველა სახეობაში, ანუ ძლიერი ხელი ჰოლდემში, 7 კარტიან სტადშიც ძლიერი ხელია, სულ პოკერში არის 10 კომბინაცია
.

ჩვენ იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყებთ და ავალთ როიალ ფლეშამდე. უმნიშვნელოვანესია ის, რომ პოკერში ყველა კომბინაცია 5 კარტისგან შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდემში 7 კარტი ეკუთვნის მოთამაშეს (2 დახურული და 5 მაგიდის). ამ 7 კარტიდან დგება საუკეთესო 5 კარტიანი კომბინაცია.


მაღალი კარტი (High Card)

მაგალითი 1:
გიორგის ხელში ყავს: A3
ვახოს: 54
მაგიდაზე: KQT82


გიორგის ყავს საუკეთესო კომბინაცია: AKQT8
ვახოს: KQT85
რადგან გიორგის ტუზი მაღალია ის იგებს ხელს.


მაგალითი 2:
გიოს ყავს: 87
ვახოს: 42
მაგიდაზე: AKQJ9

გიოს კომბინაცია: AKQJ9
ვახოს ხელი: AKQJ9
რადგან მოთამაშეების კარტი უფრო დაბალია ვიდრე მაგიდაზე დადებული კარტები, ამიტომ ორივე მაგიდის კარტებით თამაშობენ და ბანკი იყოფა.

წყვილი (one Pair)

წყვილი ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება 2 ერთნაირი რანგის კარტისგან. მაგ. რვიანები, ან 2 ტუზი.
იგებს დიდი წყვილი ანუ 2 ქალს უგებს 2 პაპა, თუ მოთამაშეებს ერთნაირი რანგის წყვილები ყავთ, მაგ. ტუზები, მაშინ იგებს ის მოთამაშე რომელსაც უფრო ძლიერი კიკერი ყავს (კიკერი-კარტი, რომელიც წყვილის შემადგენელ კარტთან ერთად გვიკავია) ანუ თუ  თქვენ გყავთ AK ხოლო ოპონენტს AQ და მაგიდაზე დევს A მაშინ თქვენ მოიგებთ რადგან პაპა უფრო მაღალია ვიდრე ქალი.

მაგალითი:
ნატოს ყავს: A2
მერაბს: A4
მაგიდაზე დევს: AKT36


ნატოს ყავს: AAKT6.
მერაბსაც იგივე: AAKT6.

ამ შემთხვევაში ბანკი იყოფა, რადგან ორივე მოთამაშეს ერთნაირი კომბინაცია ყავთ მიუხედავად იმისა, რომ მერაბს უკეთესი კიკერი ყავდა მაგიდის კარტებმა გადაასწრეს მერაბის კიკერს, მერაბს A7, რომ ყოლოდა მაშინ ბანკი მისი გახდებოდა.

ორი წყვილი (two pair)

2 წყვილის პრინციპი 1 წყვილის ანალოგიურია ანუ იგებს ის წყვილი, რომელსაც უფრო დიდი კარტის წყვილი ყავს ანუ KK+22 უგებს QQ+JJ-ს რადგან KK უფრო ძლიერია ვიდრე QQ. ხოლო თუ მაღალი წყვილი ერთნაირია იგებს ის ვისი მეორე წყვილიც უფრო ძლიერია, ანუ KK+22 აგებს KK+QQ-სთან.

მაგალითი 1:
გიოს ყავს: 4J
ნიკას: 89
მაგიდაზე: 34J89

გიოს ყავს ორი წყვილი ვალეტები და 4-იანები
ნიკასაც 2 წყვილი 8-ანები და 9-იანები, რადგან ვალეტი 9-ზე ძლიერია იგებს გიო.


მაგალითი 2:
ნიკას ყავს: AK
სანდროს: AQ
მაგიდაზე: ATT23


ნიკას ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი პაპა
სანდროს ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი ქალი
ორივე წყვილი იდენტურია, მაგრამ პეტრეს უკეთესი კიკერი ყავს ამიტომ ის იგებს.

ტრიპლეტი(3 of a Kind)

კომბინაციას რომელიც 3 ერთნაირი კარტისგან შედგება ტრიპლეტი ქვია, შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ტერმინები როგორიცაა სეტი და ტრიპსი აქვე განვმარტოთ, რომ შემდეგში არ გაგვიჭირდეს. სეტი შედგება 3 ერთნაირი რანგის კარტისგან, ოღონდ 3 ერთნაირ კარტს სეტი მხოლოდ მაშინ ეწოდება, თუ ორი მათგანი ხელში გვიჭირავს, ანუ მაგალითად ხელში გვყვავს 77 და მაგიდაზე დევს 7-იანი, ძლიერი სეტი უგებს სუსტს  შესაბამისად KKK უგებს 444-ს. ხოლო თუ მაგიდაზე 2 ერთნაირი კარტი დევს მაგ. ორი ვალეტი და ამავე დროს ჩვენც გვყვავს ვალეტი, მაშინ ამ კომბინაციას ქვია ტრიპსი, თუ მოთამაშეებს ერთნაირი ტრიპსები ყავთ, მაშინ იგებს ის ვისი კიკერიც უკეთესია. ეს უბრალოდ ტერმინებია თორემ ტრიპლეტიც, სეტიც და ტრიპსიც ერთ კომბინაციას ასახავს და 3 ერთნაირს ნიშნავს.

მაგალითი 1 სეტი:

გიოს ყავს: 77
დათოს: 44
მაგიდაზე: T74Q2

გიოს ხელი: 3 ერთნაირი, 777QT
დათოს ხელი: 3 ერთნაირი, 444QგT

ცხადია იგებს გიო.

მაგალითი 2 ტრიპსი:

ნიკას ყავს: KT
სანდროს: QT
მაგიდაზე: ATT23


ნიკას ყავს: 3 ერთნაირი, TTTAK
სანდროს ყავს: 3 ერთნაირი, TTTAQ

რადგან ნიკას უკეთესი კიკერი ყავს, ბანკიც მისია.

სტრეიტი (Straight)

სტრეიტი-ეს არის კომბინაცია რომელიც შედგება 5 მიმდევრობით დალაგებული კარტისგან მაგ. 56789
უმაღლესი სტრეიტი არის AKQJT, უდაბლესი არა 23456, არამედ A2345-ია, რადგან ასეთ შემთხვევაში A-შეგვიძლია პირობითად 1-იანად ვიგულისხმოთ. ყველა სხვა დანარჩენი სტრეიტი ამ ორს შორისაა მოქცეული. იგებს ის რომელიც უფრო მაღალი კარტით მთავრდება. შენიშვნა: არ არსებობს ასეთი 432AK სტრეიტი


მაგალითი:

გიოს ყავს: A5
დათოს: 56
მაგიდაზე: T34Q2

გიოს ხელი: სტრეიტი, ტუზიდან 5-იანამდე
დათოს ხელი: სტრეიტი, 2-დან 6-იანამდე
იგებს დათო რადგან მისი სტრეიტი უფრო მაღალია.

ფლეში (Flush)

ფლეში-ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება ხუთი ერთნაირი ფერის კარტისგან, მაგ. 5 ცალი ჯვარი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფლეში გამარჯვებული მაღალი კარტის პრინციპით ვლინდება.


მაგალითი 1:

პეტრეს ყავს: A4
დათოს ყავს: JT
მაგიდაზე: 358T7


პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ტუზი
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.


მაგალითი 2:
პეტრეს ყავს: A3
დათოს ყავს: J2
მაგიდაზე: 458T7

პეტრეს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 3-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 2-იანი.
ამ დარიგებას იგებს პეტრე, რადგან მისი 3-იანი დათოს 2-იანზე მაღალია.

მაგალითი 3:
პეტრეს ყავს: A5
დათოს ყავს: JT
მაგიდაზე: 358T7


პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
ბანკი იყოფა.


მაგალითი 4:
პეტრეს ყავს: A5
დათოს ყავს: JT
მაგიდაზე: 358T7


პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
დათოს უფრო მაღალი ფლეში ყავს ამიტომ ბანკი მისია.

ფულ ჰაუსი, ფულე (Full House, სლენგზე Boat)

ეს არის ხელი, რომელიც შედგება ტრიპლეტისა და წყვილისგან. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფულე იგებს ის ვისი ტრიპლეტიც უფრო მაღალია. თუ ტრიპლეტები ერთნაირია მაშინ ჯერი წყვილზე დგება.


მაგალითი:
პეტრეს ყავს: 44
დათოს ყავს: A7
მაგიდაზე: AA747

აქ პეტრეს 2 ფულე ყავს AAA77 და 777AA, ცხადია AAA77 უფრო ძლიერია ამიტომ ის უნდა მივიღოთ მხედველობაში. პეტრე იგებს , რადგან მისი ტუზების ტრიპსი დათოს ოთხიანების ტრიპსზე ძლიერია.
პეტრე: მე მყავს ფულ ჰაუზი, Fours full of Aces
დათო: მე მყავს ფულ ჰაუზი, Aces full of sevens.

კარე (four of a Kind)

კარე შედგება ერთი რანგის ოთხივე კარტისგან, თუ 2 მოთამაშეს ყავს კარე იგებს უფრო მაღალი, ანუ 2222-ს უგებს 9999, თუ შემთხვევით მაგიდაზე დაჯდა კარე მაშინ იგებს ის ვისაც უკეთესი კიკერი ყავს.
მაგალითი:
პეტრეს ყავს: 44
დათოს ყავს: AK
მაგიდაზე: 55552

პეტრეს ხელი: კარე, 4-იანი კიკერით.
დათოს ხელი: კარე, ტუზის კიკერით.
დათო იგებს რადგან მისი კიკერი უფრო ძლიერია.

სტრეიტ ფლეში (Straight Flush)

ეს არის კომბინაცია როდესაც გვყავს ერთი ფერის სტრეიტი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს სტრეიტ ფლეში იგებს ის რომლის სტრეიტიც უფრო ძლიერია.
მაგალითი:
პეტრეს ყავს 78
დათოს ყავს 23
მაგიდაზე K4Q56
პეტრეს ხელი: სტრეიტ ფლეში, 4-დან 8-მდე
დათოს ხელი: სტრეიტ ფლეში, 2-დან 6-მდე

ფლეშ როიალი (Royal Flush)

ეს არის პოკერში უმაღლესი კომბინაცია და მას ვერაფერი ვერ უგებს, შეუძლებელია 2 მოთამშეს ერთდროულად ყავდეს იგი. ფლეშ როიალი იგივე სტრეიტ ფლეშია ათიანიდან ტუზამდე.
თვალსაჩინოებისთვის ყველა კომბინაციას ერთად მოვუყაროთ თავი:

სტატიაში გამოყენებულია PokerStrategy.com -ის მასალები.

Comments 

 
#14 dzia07 2011-11-14 21:14 ფლეშის ახსნა. პეტრე 4,4 დათო ტ, 7. მაგიდაზე ამოსულია ტ, ტ, 7, 4, 7 . ახსაში მითითებულია პეტრეს მოგება. როგორ?? ციტირება
 
 
#13 giorjak 2011-06-25 17:59 Quoting bagrationi:
აუ იქნებ დამეხმაროოთ.. გუშინ ევროპა ბეთზე საკმაოდ დიდ თანხაზე ვთამაშობდი ხოდა მეკავა ტუზ ვალეტ აგურები.. მაგიდაზე დაიდო 9 ჯვარი 4 აგური კაკო ყვავი… ბოლო ორი 6 აგური 3 აგური.. ანუ ფლეში მეკავა ხოდა ვინც მეთამაშებოდა იმას ორი 9 ყვავი და 9 გული.. სწორია რო წავაგე თუ ჩემი იყო იქნებ მითხრათ რააა…

შენი იყო ძმაო, სამი 9-ანი როდის უგებდა ფლეშს, ეგ აშკარა ფლეშის მოგებაა
ციტირება
 
 
#12 iliax 2011-03-10 20:02 Quoting kaxa80:
მე მყავდა სამი კაროლი ტრიფსით ვიღაცას სამი ექვსიანი სეტით და იმას მიენიჭა მოგება და ეს ნორმალურია? გადავამოწმე და სხვა ვერაფერი კომბინაცია არ კეთდებოდა.

მოწინააღმდეგეს ფულჰაუსი ყავდა და არა სეტი. ამიტომაც მოგიგოთ.
ციტირება
 
 
#11 kaxa80 2011-02-21 23:11 მე მყავდა სამი კაროლი ტრიფსით ვიღაცას სამი ექვსიანი სეტით და იმას მიენიჭა მოგება და ეს ნორმალურია? გადავამოწმე და სხვა ვერაფერი კომბინაცია არ კეთდებოდა. ციტირება
 
 
#10 ZuuuRaaa 2011-02-11 00:15 კი მეც მასე ვიცი..ერთი წელია პოკერს ვთამაშობ და მასეა :D მაგრამ იმ დღეს ონლაინში ვთამაშობდი პოკერს რომელიგაც სერვერზე,ჰოდა Jacks full of 10s მეჭირა,იმას კიდე 10s full of As ჰოდა იმან მომიგო…ჰოდა მაგაზე დავეჩვდი რამე ჰო არ მეშლებათქო…ჰო მე უნდა მომეგო ნამდვილად?? ციტირება
 
 
#9 Avtandil 2011-02-06 16:54 Quoting ditOoOo:
მაგალითებში ბევრი შეცდომაა

ბევრი შეცდომა სად ნახე? ერთგან არის მხოლოდ სანდროს მაგიერ პეტრე წერია :D
Quoting ZuuuRaaa:
ხალხო გამაგებინეთ რა როცა ორს უჭირავს ჰაუსი ჰო ის იგებს ვისი ტრიპლეტიც მაღალია????

კი ნამდვილად მასეა.
ციტირება
 
 
#8 ZuuuRaaa 2011-01-17 19:14 ხალხო გამაგებინეთ რა როცა ორს უჭირავს ჰაუსი ჰო ის იგებს ვისი ტრიპლეტიც მაღალია???? ციტირება
 
 
#7 ZuuuRaaa 2011-01-17 19:11 Quoting rati_pokerking:
bagrationi შენ კი ფლეში გქონდა მარა მოწინააღმდეგეს ფულე ქონდა ამიტომ მოგიგო


აბა ფულე რანაირად ქონდა მაგიდაზე თუ წყვილი არ დადებულა…ფლეშს უნდა მოეგო რათქმაუნდა
ციტირება
 
 
#6 rati_pokerking 2010-12-24 22:02 bagrationi შენ კი ფლეში გქონდა მარა მოწინააღმდეგეს ფულე ქონდა ამიტომ მოგიგო ციტირება
 
 
#5 bagrationi 2010-12-15 16:20 აუ იქნებ დამეხმაროოთ.. გუშინ ევროპა ბეთზე საკმაოდ დიდ თანხაზე ვთამაშობდი ხოდა მეკავა ტუზ ვალეტ აგურები.. მაგიდაზე დაიდო 9 ჯვარი 4 აგური კაკო ყვავი… ბოლო ორი 6 აგური 3 აგური.. ანუ ფლეში მეკავა ხოდა ვინც მეთამაშებოდა იმას ორი 9 ყვავი და 9 გული.. სწორია რო წავაგე თუ ჩემი იყო იქნებ მითხრათ რააა… ციტირება
 
კომენტარის დამატება

ქართული კლავიატურა ON/OFF "~”


Security code
განახლება

 
 
 
 
Content and Site owner Ilia Kvaratskhelia
Technical support A.Adamia
Copyright © 2010